воскресенье, 13 сентября 2020 г.

 ღმერთის მიერ ბოძებული წესი არჩევნებისა!

სოფლად: უბანში რჩეული, სოფლის საბჭოს წევრი იყოს,
ხოლო მათგან რჩეული კი, თემის საბჭოს გაირიყოს.
იმათგან კი წარიგზავნოს ვინმე ერის საბჭოს წევრად,
დაბა-მხარის აზრის მთქმელად, მიმომსვლელად, რჩულის მდევრად.
ქალაქადაც: ჩვეულებრივ, უბნებიდან – დიდუბანსა,
შემდგომ ზემოთ წარგზავნილი დაბარებით იტყვის ბანსა.
რჩეულთგან კვლავ შეირჩეს რჩულის აღმასრულებელი,
ერისათვის წინამძღოლი, თანაც განმკარგულებელი.
საბჭო იყოს ერის აზრის სრულყოფილად ამსახველი,
აღმასრულებლის საქმეთა განმკითხველი, დამნახველი.
ხოლო იგი, საბჭოს მიმართ, მორჩილი და თვინიერი,
როცა რჩულით ცხოვრობს ერი, მაშინ არის ბედნიერი.
დაიძრახნენ თავმქებარნი, თავკერძა და თვითმსურველნი,
უბნებმა თვით აირჩიონ: უებრონი, უშურველნი…
შედეგები გამოცხადდეს ყველას თვალწინ, დღისით-მზისით,
თვალსაჩინოდ აღინუსხოს, უბნებმა ქნან ეს თავისით.
ყველა სახის არჩევნები მხოლოდ უბნებს ჩაუტარდეს,
რომ აღსრულდეს ღმერთის ნება და ცხოვრება განვითარდეს.
ცხოვრება რომ არ დაკნინდეს და არ გახდეს აწეწილი,
ყველას ეძღვნას სარჩო-წილი, თანაბარი, დახვეწილი.
ხოლო ის, ვინც გაირჯება, მასზე სარგო რამ გაიცეს,
წინაპრებმა ეს წესები მშვიდობისთვის დაამტკიცეს.
ეს წესები, მშვიდობისთვის, ერმა უნდა განამტკიცოს,
რათა ვიღაც უდიერმა ცხოვრება კვლავ არ დაბრიცოს.
ამ წესების აღსრულებით გაიხარებს ყველა ერი
და გახდება კაცთამოდგმა უკვე ღმერთის მადლიერი,
რადგან ცხოვრების ეს წესი ღმერთმა კაცთათვის განაგო...
ნეტარებაა – სიკეთეს სიმართლით ეამხანაგო!
   რჩეულთა შორის რჩეული კაცი აღმასრულებლად ერს უნდა ჰყავდეს,
რომ ასრულებდეს იგი ღმერთის რჩულს, ღმერთი ერს კალთას რომ უბერტყავდეს,
ერთსაოფლელთა დასაპურებლად რომ იღვწოდეს და ველ-მინდვრებს რწყავდეს

და მომავალი თაობებისთვის სანთლად ენთოს და სულით ბრწყინავდეს!..

იხ. სრულად - http://macne77.blogspot.com/2017/02/blog-post.html

пятница, 1 мая 2020 г.

ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ!


                                      მმართველთ ამა ქვეყნისას!
   თქვენო მაღალკეთილშობილნო! უკვე საყოველთაოდ გახდა ცნობილი, რომ მთელს მსოფლიოს თქვენ, ქვისმთლელთა საძმო მართავთ. შთამბეჭდავია თქვენი მისწრაფება და უნარი, თუ როგორ მოახერხეთ ყოველივე ეს. თუ როგორ შეცვალეთ მეფენი ამა ქვეყნისა თქვენი ხელქვეითებით და როგორ მოიპოვეთ მმართველობა ქვეყანასა ზედა.
   უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთს ამ საქმეში ხელი არ შეუშლია, ამას დანახვა უნდა!
   თუ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეთ, რომ ძალაუფლება მოგეპოვებინათ, ამას თქვენ უკვე მიაღწიეთ. ხოლო ახლა, თუ გნებავთ, რომ: ყოველგვარი ცოდვებიც მოგეტევოთ, ყველასგან სიყვარულით ნაბოძები ძალაუფლებაც ხელთ გეპყრათ მუდმივად მემკვიდრეობით და ნეტარებითაც იცხოვროთ თქვენც და თქვენმა შთამომავლებმაც, მაშინ მოუწყეთ საამური ცხოვრება ხალხს, აღადგინეთ სამართალი და ამეფეთ იგი, რაც სავსებით საკმარისია. ამის გაკეთება თქვენთვის უკვე ძალიან ადვილია და ამასთანავე დროული.
   ღმერთმა ალბათ იმიტომ არ შეგიშალათ ხელი ძალაუფლების მოპოვებაში, რომ გამორჩეულებს სულ ადვილად შეგძლებოდათ ამ საკითხის მოგვარება, ერთი თქმითა თუ ერთი ბრძანებით.
   ასეთი ქმედებით ყველაფერი მოგეცემათ, თუკი რამეს ინატრებთ!
და ყოველივე კეთილი ნებით, თქვენი ნაღვაწით, ნამოქმედებით!  
 
  ეს უკვე ნატვრის თვალის პოვნაა! რასაც ინატრებთ და ყველაფერს რომ აგისრულებთ...
   ხალხის კეთილდღეობაზე გადის თქვენი ნეტარება ნირვანა!
   ნეტარებით აღავსებთ კაცთამოდგმას თქვენდამი:
   ყველანი საკუთარი ნებით, წრფელი გულით და განუზომელი სიყვარულით ისურვებენ ამ ქვეყნად თქვენს მმართველობას, – ხელმწიფობას! თანაც მუდმივად და ყველას გულითადი ლოცვა-კურთხევით.
და თუ კიდევ რაიმე უკეთესს ინატრებთ, – ბრძანეთ! – ნატვრის თვალი ხომ ყველა კეთილ ნატვრას ასრულებს.  
   ასეთ მზრუნველებს ხალხი ნატრულობს, როგორებიც თქვენ, ღმერთის რჩეულნი იქნებით.  და თუ თქვენ ამ ნატვრას ხალხს აუსრულებთ, გამოდის, რომ „ნატვრის თვალი“ ყველასთვის გიპოვნიათ და არა მხოლოდ თქვენთვის, რაც ჭეშმარიტად უდიდესი მადლია ღმერთის მიერ ბოძებული.
   აი, რამხელა ცოდნა ჰქონიათ ჩვენს შორეულ წინაპრებს იმ შორეულ წარსულში.
  
აი, რა რჩევა ჩაუდიათ იმ საგანძურში, მუდამ რომ ბრწყინავს გონების თვალით.  
  
ამაზე დიდი ცოდნა უკვე აღარ არსებობს ბუნებაში. ეს ის ცოდნაა, რითაც გონების თვალი ყველაფერს ხედავს და აცისკროვნებს.
   იმედია, თქვენი ყოვლისმხედველი გონების თვალიც ადვილად დაინახავს ყოველივე ამას.
   ეს ის გრაალის თასია, მის მფლობელს რომ უკვდავყოფს და ახელმწიფებს. თუ მიირთმევთ ამ თასიდან, – უკვდავები გახდებით!
   ასეთ ცოდნას მხოლოდ რწმენით აღწევდნენ.
   ეს სიკეთით სავსე ცოდნა ყველას უნდა მიეცეს.

   აუმაღლეთ ყველას ცოდნა და თან რწმენით აღავსეთ. მიხვდებიან, რომ ერთია ღმერთი და ყველას რწმენაც ექნება ერთი.  
   ღმერთი, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი და სხვა არავინ და არაფერი! 
 ჩათვალეთ, რომ დედამიწაზე რაც კი არსებობს ყველაფერი თქვენ გეკუთვნით. ამოღვაწეთ ყველა და შემართებით აცხოვრეთ. არავითარი გაჭირვება, ცხოვრება უნდა დუღდეს და გადმოდიოდეს, უნდა ვითარდებოდეს მუდმივად,  უწყვეტლივ და უკიდეგანოდ!.. ამას გვავალებს ჩვენ ყველას  ღმერთი! 
  გამოიყენეთ ყველას გონება ცხოვრების გასანვითარებლად და სხეულის გასაახალგაზრდავებლად!..  
 წინა ცივილიზაციის გონივრული ნაშთები ხომ მრავლად გვაქვს, პირამიდების თუ სხვა ნაგებობების სახით, – მივაღწიოთ ჩვენც ამას.  პირ ამიდა(ნ)“, თითქოს გვესაუბრება, წინაპარი  რაღაც ღრმა-ბრძნულს გვაუწყებს 
  აღსანიშნავია, რომ წინა ცივილიზაციის დაგროვილი ცოდნა ქვეყნებშია გაფანტული და იგი მხოლოდ ქართულად იკითხება და არა სხვა რომელიმე ენაზე, ისევე, როგორც „კაპითალ“, „ნირვანა“ და ასე შემდეგ. 
   ნირი:
ღმერთის მიერ ბოძებული ცხოვრების სწორი წესებია, ხოლო ვანა სავანე, სულიერი ნეტარება.
   მხოლოდ ამ გზით მიიღწევა
სულიერი ნეტარება ნირ-ვანა, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.  
   გენით და ენით ქართველი ერი მართლაც უძირო საგანძურია… (იხილეთ დანართი: https://www.facebook.com/notes/1407106359680676)
   ...ყველა იღვწოდა ხალისიანად და დროც გაჰყავდათ სიამტკბილობით,
დამშვიდდა, დატკბა მათი ცხოვრებასიუხვითა და გულკეთილობით,
გულით ლოცავდა ყველა ერთმანეთს, თავს იწონებდა ყველა ზრდილობით
და, თუკი სადმე რამეს აგებდნენ, თვალს ახარებდნენ დახვეწილობით. 

   ასე ტკბილად უცხოვრიათ იმ შორეულ წარსულში, მაგრამ, მათ შთამომავლებს რომ აღარ გაუგრძელებიათ ცხოვრება ღმრთითბოძებული წესებით:

   ...რჩულმოშლილობით გავრცელებულა უნდობლობა და ურთიერთმტრობა,
   წყალს წაულეკავს კაცთა ხელთქმნილი და მათი მავნე მედიდურობა.
   ღმერთს წარღვნით შიში აღუდგენია, უქონელობით – თანასწორობა,

   თურმე ქვებითაც საცნაურია გარდასულ ჟამთა უთანაბრობა.

   ქვების საქმე თქვენზე უკეთ ვინ იცის? შეხედეთ და დარწმუნდებით.   იხ:  https://www.youtube.com/watch?v=1U_nlvTGQOs&t=1665s

  დაავალეთ ერებს, რომ დაუყოვნებლივ აღადგინონ სამართალი და პატიოსნად იცხოვრონ. უპირველეს ყოვლისა, არჩევნები ჩაატარონ ღმერთის მიერ ბოძებული უმარტივესი წესებით, რათა სათავეში ყოველთვის რჩეულთა შორის რჩეულნი მოდიოდნენ, რომ ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ და ნახავთ რასაც მიიღებთ.
 ძალაც თქვენს ხელთ იქნება და ღონეც, როცა მოისურვებთ, მაშინ დააბრუნებთ ყველას ამ გაუსაძლის მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არიან, ასეთი უკიდურესობა ალბათ უნდა ენახა ხალხს, რათა უკეთ უჭრიდეთ გონების თვალი თვით შთამომავლებს, მაგრამ მჯერა, რომ ამის აუცილებლობა აღარასოდეს დადგება, მომავალ თაობებს უკეთ გაუჭრით გონების თვალი.

  ეს იქნება თქვენთვის უკვე ბრძნულზებრძნული გართობა, ყველაზე თვალწარმტაცი წარმოდგენა წარმოდგენებს შორის, რაც კი ოდესმე გინახავთ, განსაჯეთ!
   ასე თქვენ სტალინზეც უკეთესები იქნებით და სხვებზეც, ჭეშმარიტად ღმერთის მიერ რჩეულნი!
  სიმართლე სინათლეა, ურთიერთობებს მხოლოდ სიმართლე აგვარებს!
   სოფლად: უბანში რჩეული, სოფლის საბჭოს წევრი იყოს,
ხოლო მათგან რჩეული კი, თემის საბჭოს გაირიყოს.
   
იმათგანკი წარიგზავნოს ვინმე ერის საბჭოს წევრად,  
დაბა-მხარის აზრის მთქმელად, მიმომსვლელად, რჩულის მდევრად.
   
ქალაქადაც: ჩვეულებრივ, უბნებიდან დიდუბანსა,
შემდგომ ზემოთ წარგზავნილი დაბარებით იტყვის ბანსა.
   
რჩეულთგან კვლავ შეირჩეს რჩულის აღმასრულებელი,
ერისათვის წინამძღოლი, თანაც განმკარგულებელი.
   
საბჭო იყოს ერის აზრის სრულყოფილად ამსახველი,
აღმასრულებლის საქმეთა განმკითხველი, დამნახველი.
   
ხოლო იგი, საბჭოს მიმართ, მორჩილი და თვინიერი
როცა რჩულით ცხოვრობს ერი, მაშინ არის ბედნიერი.
   
დაიძრახნენ თავმქებარნი, თავკერძა და თვითმსურველნი,
უბნებმა თვით აირჩიონ: უებრონი, უშურველნი
   
შედეგები გამოცხადდეს ყველას თვალწინ, დღისით-მზისით,  
თვალსაჩინოდ აღინუსხოს, უბნებმა ქნან ეს თავისით.
   
ყველა სახის არჩევნები მხოლოდ უბნებჩატარდეს,
რომ აღსრულდეს ღმერთის ნება და ცხოვრება განვითარდეს.
   
ცხოვრება რომ არ დაკნინდეს და არ გახდეს აწეწილი,                                     ყველას ეძღვნას სარჩო-წილი, თანაბარი, დახვეწილი.
   
ხოლო ის, ვინც გაირჯება, მასზე სარგო რამ გაიცეს,
წინაპრებმა ეს წესები მშვიდობისთვის დაამტკიცეს.
   
ეს წესები, მშვიდობისთვის, ერმა უნდა განამტკიცოს,
რათა ვიღაც უდიერმა ცხოვრება კვლავ არ დაბრიცოს.
   
ამ წესების აღსრულებით გაიხარებს ყველა ერი
და გახდება კაცთამოდგმა უკვე ღმერთის მადლიერი,
   
რადგან ცხოვრების ეს წესი ღმერთმა კაცთათვის განაგო...
ნეტარებაა სიკეთეს სიმართლით ეამხანაგო!

   რჩეულთა შორის რჩეული კაცი აღმასრულებლად ერს უნდა ჰყავდეს,
რომ ასრულებდეს იგი ღმერთის რჩულს, ღმერთი ერს კალთას რომ უბერტყავდეს,
ერთსაოფლელთა დასაპურებლად რომ იღვწოდეს და ველ-მინდვრებს რწყავდეს

და მომავალი თაობებისთვის სანთლად ენთოს და სულით ბრწყინავდეს.
   რჩულით რჩეულმა დიდსულოვნებით უნდა თრგუნოს წადილთა ნება,
უნდა უწყოდეს, რომ კაცის გული რასაც ვერ ითნევს, არ ითანება! 
რომ სეთია განგების წესი, სეთი შეჰქმნა კაცის ბუნება, –
ცუდი ყოველთვის აწყენინებს და კეთილი მუდამ  ესალბუნება;
   რომ ამ გუნებით აგებულ იქნა ცხოვრების წესი, ცხოველმყოფელი
და რომ ამ წესით სამოდხედ იქცა წუთისოფელი განუყოფელი;
რომ ნეტარია ერის წეს-წყობა, როს სათავეს ჰყავს მრწმენი ხელმწიფე:
ღმერთის მოშიში, თავშეზღუდული, თვით უპოვარი – ყოველთ მეიფე.
   მეიფე, რომლის უანგარობაც მორჩილებაა შემოქმედისა
და მხოლოდ რჩულის აღმსრულებლობით სრულმყოფელია ერის ბედისა...  

   თვალი, რომლის პოვნასაც თქვენ
აპირებდით, ღმერთმა ის უკვე გაპოვნინათ, ახლა ჯერი თქვენზეა.
   არ დააყოვნოთ, გონივრულად სუფთა ფურცლით დაიწყეთ
   არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა, თორემ  ღმერთი სამაგალითოდ დაგსჯით.
კაპიანი ჯოხებით დაგაწყებინებთ ცხოვრებას და მერე რამდენიც გნებავთ იმდენი იძახეთ: „კაპითალ, კაპ ითალ!“ კაპიანი ჯოხი გაითალეო.  ის იქნება შემდგომ თქვენთვის უმთავრესი ქონება მთელი სიმდიდრე.
   ეს ერთხელ უკვე მომხდარა 7527 წლის წინ და თქვენ ნუ გაიმეორებთ!  
   სარწმუნოა გამოცდილი წინაპრების გამოთქმაც:   
  
შვილმან, რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იგვემოს ფრიად!     
   აღასრულეთ ღმერთის ნება, ნუ იყოვნებთ თავს საფრთხეში, 
   აღადგინეთ სამართალი და მოხვდებით – სამოთხეში!
   საამოდ ხე-ში! – შორეული წინაპრები ხანგრძლივად რომ ცხოვრობდნენ.
  
  
   ასეთი გახლავთ აღსრულება სიკეთისა, სიკეთისა, რომელიც მხოლოდ, მხოლოდ სიმართლით მოიპოვების, რამეთუ ყოვლად იყო და არის სამარადჟამო წერილი ღმრთისა:  
   „პირველ ეძიებდე სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს!
   ნეტარებით აცხოვრებთ ამ ქმედებით მთელ მოდგმას...
   მე კი, თქვენი მზრუნველობით დავალებული, მადლიერების გრძნობით განმსჭვალული დავრჩები თქვენდამი.
   პატივისცემით
მაცნე!  
  
  
ითარგმნოს მხოლოდ დახვეწილი ენით! 

გთხოვთ, გადათარგმნოთ და მიაწვდინოთ მმართველთ ამა ქვეყნისას.