воскресенье, 13 сентября 2020 г.

 ღმერთის მიერ ბოძებული წესი არჩევნებისა!

სოფლად: უბანში რჩეული, სოფლის საბჭოს წევრი იყოს,
ხოლო მათგან რჩეული კი, თემის საბჭოს გაირიყოს.
იმათგან კი წარიგზავნოს ვინმე ერის საბჭოს წევრად,
დაბა-მხარის აზრის მთქმელად, მიმომსვლელად, რჩულის მდევრად.
ქალაქადაც: ჩვეულებრივ, უბნებიდან – დიდუბანსა,
შემდგომ ზემოთ წარგზავნილი დაბარებით იტყვის ბანსა.
რჩეულთგან კვლავ შეირჩეს რჩულის აღმასრულებელი,
ერისათვის წინამძღოლი, თანაც განმკარგულებელი.
საბჭო იყოს ერის აზრის სრულყოფილად ამსახველი,
აღმასრულებლის საქმეთა განმკითხველი, დამნახველი.
ხოლო იგი, საბჭოს მიმართ, მორჩილი და თვინიერი,
როცა რჩულით ცხოვრობს ერი, მაშინ არის ბედნიერი.
დაიძრახნენ თავმქებარნი, თავკერძა და თვითმსურველნი,
უბნებმა თვით აირჩიონ: უებრონი, უშურველნი…
შედეგები გამოცხადდეს ყველას თვალწინ, დღისით-მზისით,
თვალსაჩინოდ აღინუსხოს, უბნებმა ქნან ეს თავისით.
ყველა სახის არჩევნები მხოლოდ უბნებს ჩაუტარდეს,
რომ აღსრულდეს ღმერთის ნება და ცხოვრება განვითარდეს.
ცხოვრება რომ არ დაკნინდეს და არ გახდეს აწეწილი,
ყველას ეძღვნას სარჩო-წილი, თანაბარი, დახვეწილი.
ხოლო ის, ვინც გაირჯება, მასზე სარგო რამ გაიცეს,
წინაპრებმა ეს წესები მშვიდობისთვის დაამტკიცეს.
ეს წესები, მშვიდობისთვის, ერმა უნდა განამტკიცოს,
რათა ვიღაც უდიერმა ცხოვრება კვლავ არ დაბრიცოს.
ამ წესების აღსრულებით გაიხარებს ყველა ერი
და გახდება კაცთამოდგმა უკვე ღმერთის მადლიერი,
რადგან ცხოვრების ეს წესი ღმერთმა კაცთათვის განაგო...
ნეტარებაა – სიკეთეს სიმართლით ეამხანაგო!
   რჩეულთა შორის რჩეული კაცი აღმასრულებლად ერს უნდა ჰყავდეს,
რომ ასრულებდეს იგი ღმერთის რჩულს, ღმერთი ერს კალთას რომ უბერტყავდეს,
ერთსაოფლელთა დასაპურებლად რომ იღვწოდეს და ველ-მინდვრებს რწყავდეს

და მომავალი თაობებისთვის სანთლად ენთოს და სულით ბრწყინავდეს!..

იხ. სრულად - http://macne77.blogspot.com/2017/02/blog-post.html