вторник, 31 марта 2020 г.

ნამდვილი ზღაპარი

ნამდვილი ზღაპარი

           ღმერთმა როდესაც ამ ქვეყანაზე კაცი შეჰქმნა და სული შთაჰბერა,
       სრულყო გონებით, გრძნობამქონებით, ზე აღმოუხმო ბაგითგან ბგერა,
       ხმათა შესმენით, მიმბაძველ ენით, სიტყვად უბრძნა და გამოუჟღერა
       და სამეტყველოდ დაუდო შემდგომ, კაცთა მოდგმას რომ ეგონიერა.

   იყო და აღარ იყო რა, ღმრთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მზეთუნახავი, სახით მომრგვალო და შავად შებურული. სულ წყვდიადში იჯდა და არავის ეჩვენებოდა. ესე გაატარა უჩინო ჟამი.
  ერთხელაც მოიწყინა და მოუსვენრობა დაეტყო; მარტოობას ვეღარ ეგუებოდა, ვეღარ ისვენებდა ერთ ადგილზე და დაიწყო ბორგვა; უსინათლობაც უკვე ტანჯავდა.
    ესე გადიოდა დრო და საშველი რომ არსად ჩანდა, ძლიერ დაღონდა.
   შეიტყო ღმერთმა მისი მჭმუნვარება, დაღვრემილს უცებ წამოსცხო მადლი და გამოიყვანა მზის სინათლეზე.
   იხილა რა ბრწყინვალება მზისა, განცვიფრდა და აღტაცებულმა სიხარულით გარს შემოუარა. მოინუსხა მისი ბრწყინვალებით და იმ დღიდან მიჯნურობის მუდმივ ტყვეობაში აღმოჩნდა.
   გამიჯნურებული განუწყვეტლივ გარს უვლიდა მზეს და ეკეკლუცებოდა. მზეც, გაბრწყინებულ-გასხივოსნებული, დაუზოგავად აფრქვევდა სასიყვარულო, ალერსიან სხივებს მისთვის.
   სიყვარულმოძალებული კი ალერსიანი სხივებით დღითიდღე იფურჩქნებოდა და მშვენდებოდა. მოიკაზმა და, ლაღი ცხოვრებით გახარებული, საამური ფერებით შეიმოსა.
     მზეც მოინუსხა მისი მშვენიერებით და მასაც ისე შეუყვარდა, რომ ვეღარ ელეოდა.
  ღმერთს არ გამოჰპარვია მათი სიყვარული და დაუჭკნობელი მშვენებისათვის მზეთუნახავს მსახურიც კი მიუჩინა, რომელიც სულ მუდამ თავს დასტრიალებდა და დასთათანებდა, მზესთან სასიყვარულოდ ახალისებდა და ახასხასებდა. 
   ესეთი დაუღალავი მზრუნველობისთვის მზეთუნახავმა მას მოფერებით "მეთავ ვარ"-ე შეარქვა, რომლის მზრუნველობით დამშვენებულსაც მზე სხივებით ეალერსებოდა და  ესალბუნებოდა.
   მზის სხივებით ალერსმორეულს, ღმერთის წყალობით, სანატრელი შვილები შეეძინა, ნაირ-ნაირი სახის და სხვადასხვა მოდგმის, რომელთათვისაც ცხოვრების წესიც ღმერთმა მისცა და დაუბარა, რომ ამ წესით გაეზარდა შვილები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ წესით იცხოვრებდნენ ბედნიერად; რომ არავის დაერღვია მათი წესი და თუკი ვინმე დაარღვევდა მას, მოდგმის შვილებს ყველას ევალებოდათ მაშინათვე აღეკვეთათ უწესობა, თუ არ აღკვეთდნენ, აუცილებლად ყველა დაისჯებოდა, თუ როგორ,  ამას დასჯით გაიგებდნენ. მუდამ ხსომებოდათ, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავდა.
   ღმერთის დანაბარები მუდამ ახსოვდა და შვილებსაც ცნებით, მისგან რჩული* წესებით ზრდიდა. არც იმის თქმა დავიწყებია, რომ განცალკევებით ყოფნას ერთად ყოფნა სჯობია, რომ მხოლოდ ურთიერთობაშია სიყვარული და სიხალისე, ხოლო შვილთაგან ყველაზე გონიერთ, ყველას მზრუნველად, იმედით ზრდიდა.
   იზრდებოდნენ საიმედო შვილებიც და მუდამ ახსოვდათ დედის დარიგება, ყოველთვის ერთად იყვნენ და ტკბებოდნენ საამო ცხოვრებით.
   მზეთუნახავს კი შვილები უკვე "დედა მი წა"ს ეძახდნენ, რადგან ყველასი მშობელი იყო და ყველა მათგანის მზრუნველი დედა.                                                        
  საიმედო შვილები, რომელნიც გარს ეხვივნენ დედამიწას და ერთ საოფლეში ერთად ცხოვრობდნენ, ირჩევდნენ თავიანთი რიგებიდან, საუბნოებში რჩეულთა შორის ყველაზე განსწავლულ პიროვნებებს, მოსავდნენ ხელის უფლებით და მას მორჩილობდნენ.
  უფლებამოსილთ, რომელთაც "ხელ მწიფე"ს ეძახდნენ, ევალებოდათ, დაეცვათ წესი უფლისა და განემართათ უწესონი, რომ ღმერთს არ გაეგო ვისიმე უწესობა და მათ გამო ყველა არ დასჯილიყო.
  ღმერთის შიშით ხელმწიფენი ყოველთვის იცავდნენ წესებს და სხვებისგანაც იმას ითხოვდნენ. ამიტომ საიმედო შვილები ყველანი ერთი წესით – ღმერთის წესით ცხოვრობდნენ, ერთი რწმენით და ერთივე ბაგით, ნამოღვაწარზედ მიზღული მაგით. ცხოვრობდნენ ტკბილად და ხალისიანად, ერთად ცხოვრობდნენ და ერთად შრომობდნენ, საკვებ-სანოვაგეც უხვად ჰქონდათ და საყოფაცხოვრებო ნივთებიც, არავინ იყო დამწუხრებული და მხნედ, უნავღლოდ ატარებდნენ მოვლენილ სიცოცხლეს, რადგან იცოდნენ "ზენა არს"-ით, რომ ყველას სიცოცხლე გარდაცვლით იყო, ამიტომაც ამქვეყნიურ ცხოვრებას ნეტარებით და  სიამით ლევდნენ, – სიამტკბილობით ბედს მინდობილნი, ღმერთის შიშით კი  ნირშეუცვლელად.
   გადიოდა დრო. იცვლებოდნენ  თაობები, მაგრამ ღმერთის რჩული  არავის დაურღვევია, რადგან  მას ხელმწიფენი იცავდნენ და სხებისგანაც იმას ითხოვდნენ. 
  ცხოვრობდნენ ესე: მშვიდად, ბედ-ნირით, გზათა მიმოსვლით, ტკბილ ენა-პირით.
   ესე იცხოვრეს ძალიან დიდი ხანი.
   ერთხელაც ერთი ხელმწიფე თავს იმწუხრებდა, თავისთვის წუხდა:
   ღმერთის წესებით ვცხობრობთ და ღმერთი კი თვალით არავის უნახავს, ნეტავ თუ მართლა არსებობს და როგორიაო; თუკი მართლა არსებობს და ყოვლისშემძლეა, წესის დამრღვევი თვითონ განმართოს, ჩვენ რატომ გვევალება, ანდა ერთის გამო ყველა რატომ უნდა დაგვსაჯოს? თუ ერთის დასჯა არ უნდა, ყველას დასჯა რიღასთვის მოუნდება, თუ ყველას დაგვსჯის, მაშ, რიღასთვის გაგვაჩინა? – თუ მართლა ღმერთმა გაგვაჩინაო. ქვეყნიერება როგორ გაჩნდა არავინ  იცის  და  ღმერთიც, ალბათ, იმიტომაა მოგონილიო.
    ამას აზრობდა და ეს ამწუხრებდა – არსებობდა თუ არა ღმერთი.
   განუწყვეტლივ რომ აზრს იბრუნებდა, ფრიად შეწუხდა და გადაწყვიტა: თავისი შეჭირვულობა განსწავლულთათვის გაენდო.
   ერთხელაც გარშემოკრებილთ გაანდო გულისნადები და აზრს  მოითხოვდა…
   მათაც გულწრფელად აღიარეს სამყაროს შექმნის უცნაურობა და ბჭობას მიეცნენ...    
  ხელმწიფე მიხვდა, რომ ბევრს აწუხებდა თურმე ეს აზრი, რადგანაც ზოგი ღმერთს აღიარებდა ყოვლისშემძლედ და ზოგიც მის აზრებს იზიარებდა.
  ბოლოს კი იპყროთ ცნობის წადილმა ქვეყნიერების და გადაწყვიტეს, გაეგზავნათ ვინმე  ღმერთის შესახებ ამბის მცნობელად, – იქნებ იყო კიდეც ვინმე კანთიელად* მნახველი ღმრთისა.
    ხელმწიფემაც არ დააყოვნა, იხმო მხლებლები და ბრძანებით უთხრათ:
  - წადით, ქვეყანა შემოიარეთ და ღმერთის შესახებ ამბავი სცანით! თავად ღმერთი თუ სადმე შეგხვდეთ, უამბეთ როგორც ვცხოვრობთ და ჰკითხეთ, წესებს ხომ სწორად ვიცავთ-თქო. თუ რამეს გეტყვით, გულდასმით მოუსმინეთ, სრულად დაიხსომეთ და რომ დაბრუნდებით, ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყევითო.
  მხლებლები შეცბნენ ხელმწიფის ნაბრძანებით, მაგრამ სიტყვით რომ ვეღარ შეჰბედეს რა, გაუდგნენ გზას…
   მიდიოდნენ და გაოცებულნი გზაში ერთმანეთს ეუბნებოდნენ:
   - ღმერთი თუ მართლა არსებობს, ნეტავი როგორია, ან დღემდე ვინმეს თუ უნახავსო? გზაში კი ვისაც შეხვდებოდნენ ყველას ეკითხებოდნენ:
   - ღმერთის ნახვა გვწადია და ხომ არსად გინახავთო?!
   ყველანი გაკვირვებით შესცქეროდნენ და პასუხობდნენ:
   - არა, არ გვინახავსო! – მხოლოდ კი ზოგან გაკვირვებულნი მათ შეკითხვაზედ რჩევას აძლევდნენ:
   - ღმერთს ესე ცხადლივ ვერვინ განახებთ, მას კანთიელად ვერვინ ხედავსო…
   - რწმენით და თმენით იხილავთ მხოლოდ, უხილავსა მას ბედის მბედავსო…
   მხლებლები მაინც გზას გზებით ცვლიდნენ, მიდიოდნენ და ქვეყანას ვლიდნენ… 
   იარეს, იარეს და ცხრა მთა გადაიარეს. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, დედამიწა შემოიარეს, მაგრამ ღმერთი ვერსად ნახეს. როცა მივიდნენ თავის ადგილას, დაბრუნებულებს ხელმწიფემ ჰკითხათ:
   - სად იყავით და რა ნახეთ, ღმერთი თუ ნახეთ და რა გითხრათ?!
   მხლებლებმა უთხრეს:
   - მთელი ქვეყანა შემოვიარეთ, ცვლილად მეტყველი მრავალი ერი ვნახეთ, ყველანი ჩვენნაირად ღმერთის წესებით ცხოვრობენ, მაგრამ ღმერთის მნახველი სულიერი არავინ  შეგვხვედრიაო.
  ეამა ხელმწიფეს მათი ნაამბობი და უხაროდა, რომ სათანადოდ ჰქონდა შესწავლილი ღმერთის წესები, რადგან ის შიში არ გაჰქრობოდა, რადგანაც ყველგან ღმერთის წესებით კვლავაც ცხოვრობდნენ, მაგრამ ის აზრი არ ასვენებდა: თუკი არსებობს ნამდვილად ღმერთი, როგორია და ნეტავი ის ვინღა გააჩინაო?
    იაზრა, იაზრა და რომ ვერ იმყარა, რწმენარყეულმა აზრები ყარა.
 აზრებგადაყრილ ხელმწიფეს ხშირად მოჰქონდა თავი განსწავლულობით, ამაყობდა და მხლებლებს, საერთო საქმის გარდა, სურვილების შესრულებასაც ავალებდა, რადგანაც უკვე შიშმილეული  წადილთა ნებას შვებას აძლევდა.
  მხლებლები სხეულში რაღაც უსიამობას გრძნობდნენ, მაგრამ, ბრძანებებს მიჩვეულნი, მაინც ყველაფერს უსრულებდნენ.
   ესეთი ქცევით კი ხელ-მწიფე ნებიერ და განცხრომით ცხოვრებას მიეჩვია: ბევრს ნადიმობდა, აღარ ირცხვენდა, შვებით იყო და ნებით ილხენდა; გადაივიწყა: რჩული  ხელმწიფის წადილთა ნებას რომ არ ითნევდა და მხლებლებს სურვილებს უფრო ხშირად ავალებდა.
 მხლებლებიც უფრო მეტ უსიამობას განიცდიდნენ და გუნება უფუჭდებოდათ, გული უწყრებოდათ, მაგრამ გონება უმუნჯდებოდათ, რადგან ყოველი უხვად ჰქონდათ და მრავლადაც უუნჯდებოდათ.
   ესე დაირღვა პირველად წესი – უწმინდესი და უზენაესი.           
   წესის დარღვევამ მდური შვა მყისვე და გამოიღო მდურმომდები სვე.        
მდურმოდებულნი კი ხელმწიფეს უკვე ვეღარც სიამით უყურებდნენ
და უწინდებურად ხალისიანად ვეღარც ბრძანებებს უსრულებდნენ.  
  მათი ქცევებით ხელმწიფე უკვე, თვითუნებლიეთ, ფრიდ შეცბუნდა,
გულისხმისყოფამ რაღაც უგრძნა და გონების თვალი მთლად დაებუნდა.
მოსალოდნელით შეშინებულმა, მქრთომელ* აზრებს რომ ვეღარ იყრიდა,
ლმობიერობით, მზრუნველი ხმობით, მხლებელთა მდური გამოირიდა. –
   ემოსათ იფად: – ემხიარულათ, ასაჩუქრათ და თნევით აამათ,
რადგან თნეობით* ეშვდინებოდათ,* მდურიც კი თნეობით შეაჭამათ.  
  ხელმწიფის ესე წვევა-თნეობით მხლებლები წყენას აღარ იმჩნევდნენ,                     
აღარც გუნება უფუჭდებოდათ და აღარც სირცხვილად მიიჩნევდნენ.     
წრთობით რომ აღარ ეთხოვებოდათ, ლმობიერობით გულს იგრილებდნენ,
ხელმწიფე როცა კვლავ ავალებდათ, ისინიც კვალად კვლავ უსრულებდნენ.
   წადილთა ნებით ესე ქრთა-ამა და ქრთაამობით სხვაც შეიხამა.
   შეხამებულთა ვნებითი შვება რჩულით რომ მყისვე დაგმობილიყო,      
გაგრძელდებოდა ცხოვრება წყობით ისევე, როგორც შეცნობილ იყო,
მაგრამ ხელმწიფის ნებით ლხინებით ერიც განწყობით, შვებით ილხენდა,
ვეღარ გრძნობდა, რომ განცხრომა-შვებით ნირს წაიხდენდა, ბედს დაიფთხენდა,
  რომ თუკი ერი, რჩულზომიერი, ხელმწიფის ნებას თნით შეიშვდენდა,
ეს ღმერთი სცდიდა წადილთა ნებით, თორემ უწესოს მყის მოაკვდენდა.
  საგონებელად, იქვე წიაღში, ღმერთი ვიღაცას აღაღადებდა,
მაგრამ განცხრომით შვებული ერი მღაღადელის ხმას გულს არ უდებდა.
   და ესე ერი, ღმრთის მადლიერი, განბორგებული, მტკბრად იხარებდა,
ვიდრე ხელმწიფის სულმოკლე სხეულს სხვათაებრ მიწას მიაბარებდა…
   ...ხოლო მას შემდეგ სხვებსაც აღეძრათ სურვილი ესეთ ხელმწიფობისა –
განცხრომით ყოფის, ნებიერობის, მხლებელთ ხმობის და მბრძანებლობისა.
   ადრე თუ ფრიად საკრძალელ იყო და ერს შეზღუდვით ეწირებოდნენ,
მას მერე უკვე, ხელმწიფობისთვის, ნდომით ურთიერთს ეცილებოდნენ,
მაგრამ რადგანაც წესით და რიგით რჩეულთა შორის ერთ მათგანს ენდნენ,
ხელმწიფობაზე ხელმოცარულნი გულნაკლულობით მყის განაწყენდნენ.
   წყენა შემდგომშიც არ გაუნელდათ, რადგან ხელმწიფე არ შეიზღუდა,
უქველობით და უზღუდველობით განჩინებულმა გრძნობამ იბუდა.
   ესე აღიძრა პირველად შური – წადილთა ნების გამონაჟური.
   გამონაჟურით, მდურით და შურით გონს რომ ვერ უხმეს, ნირი ეცვალათ
და მეყსეულად მათ, შესატყვისად, ბედი ეცვალათ, სული ეწვალათ,
რომ მიივიწყეს ერის წინაშე, თვით ღმერთის რჩულით რაც კი ევალათ,
საცხონე სული, სხეულს შესული, გაუმტკივანდათ, მით გაეჭვალათ.
   სულგაჭვალულებს გულნაკლულობით ვეღარ დაეგმოთ წადილთა ნება,
ვეღარცა ბრძნობდნენ, რომ კაცის გული რასაც ვერ ითნევს, არ ითანება, 
რომ ესეთია განგების წესი, ესეთი შეჰქმნა კაცის ბუნება, –
ცუდი ყოველთვის აწყენინებს და კეთილი – მუდამ ესალბუნება;
   რომ ამ გუნებით აგებულ იქნა ცხოვრების წესი, ცხოველმყოფელი
და რომ ამ წესით სამოდხედ იქცა წუთისოფელი განუყოფელი;
რომ ნეტარია ერის წეს-წყობა, როს სათავეს ჰყავს მრწმენი ხელმწიფე:
ღმერთის მოშიში, თავშეზღუდული, თვით უპოვარი – ყოველთ მეიფე*.
   მეიფე, რომლის უანგარობაც მორჩილებაა შემოქმედისა
და მხოლოდ რჩულის აღმსრულებლობით სრულმყოფელია ერის ბედისა,
ბედისა, რომლის დამარღვეველიც ერისვე თვალწინ ნებიერობდა,
არც ღმერთის შიშით იკრძალვიდა და არც ერისათვის მეცნიერობდა,
რის გამოც ერმა, რჩულის ვერ მჭერმა, კი არ შეცვალა, თნით შეიშვდინა*
და მაგიერად მისაგებელი მდური და შური გამოიდინა.
შურისგებამ კი სულგაჭვალულნი არ შეაგუა, არ ალოდინა
და მონდომებულთ ხელმწიფობისთვის განკერძოება მოუწადინა.
განკერძოება მხოლოდ იმად, რომ განდგომილიყვნენ კერძო მხარეში
და ეხელმწიფათ უფლებამოსით ნდობილ-მნდობელთა არემარეში.
   ესე ნდობილთა ზაკვითი ზრახვა მნდობლებმა რჩულით რომ არ გაკილეს,
მათაც ცთუნება ვეღარ განქიქეს* და ხელმწიფობაც არ ითაკილეს.
არ ითაკილეს ნებივრობაც კი – წადილთა ნებით განცხრომა-შვება,
რაც, ღმერთის რჩულით, ხელმწიფეთათვის, ნიშანდობლივად არ დაიშვება.
   არ დაიშვება თვით ერისათვის, ხელმწიფე ჰყავდეს შვებით მოცლილი
და თუ შეიმთხვა, ვალდებულებით მართებს შეცვალოს, როგორც დაღლილი,
მაშინაც ყველამ ურთიერთხმობით რომ არ გაიღო უცილო წვლილი,
მით დარჩა ერი, ვით ლმობიერი, ნირწამხდარი და ბედგამოცვლილი…
   ხოლო როდესაც შურისმგებელნი განკერძოვდნენ და მოეწყვნენ ვანად*,
მწედ შეირჩიეს მოთნე მსახურნი, საბრძანებლად და მიმოსაყვანად,
შეირჩიეს და თნით შეიხამეს, რწმენარყეული ხელმწიფის მგვანად
და ხელმწიფობდნენ ძალამოსილნი ნებიერად და დიდგულოვანად.
   ესე დაიყო საოფლე მრავლად, რწმენის რყევით და წადილთა ნებით,
   ღმრთისარმოშიში ხელმწიფითა და შურისმგებელთა მოწადინებით.
   დაიყო, მაგრამ კვლავაც ილხენდა ერი, ჯერ ისევ დაუნჯებული,
ნება ხელმწიფით ნირმოშლილი და რჩულმივიწყებით დამუნჯებული,
აღარ ეძია ხელმწიფედ ბრძენი, უანგარო და დადინჯებული
და შეეგუა ბედისცვლას მშვიდად ერი, ბედ-ნირდამახინჯებული.
   ესე გულგრილად განაგრძო ყოფა ნირმოშლილმა და ბედცვლილმა ერმა,
დასაბამითგან ღმრთისმოშიშობით ყოვლად ბრძენმა და ნირმშვენიერმა.
ვეღარ მოუხმო გონს ერთობლივად, ოდეს განცადა თვით ზეციერმა
და მიივიწყა თვით ღმერთის რჩული ნებიერმა, ... და გონებიერმა.
   რჩულმივიწყებით ერს ღმერთის შიში თანდათან უფრო ეკარგებოდა,
სამაგიეროდ, ვით შესატყვისი, კაცთაგან შიში ეთარგებოდა,
მაგრამ ვერ გრძნობდა, რადგანაც შვებით თავდავიწყებით იბორგებოდა*
და არ უწყოდა, შესბამისად, თუ რა სასჯელი მოერგებოდა.
   თუმცაღა უკვე შურისმგებელნი, ხელმწიფეებად სახელდებულნი,
მოთნე მსახურთა ხელშეწყობით და ერის სიმუნჯით განდიდებულნი,
ნებით მართავდნენ ცხოვრებას უკვე, ძალმოსილებით დამშვიდებულნი
და ისრულებდნენ წადილთა ნებას, ყოვლადვე ნირგამორიდებულნი.
    და მაინც ერი, ყოვლად ძლიერი, მათ თვითნებობას ერთად ვერ ჰგმობდა,
რადგან ღმრთის შიში აღარ გააჩნდა და გულგრილობით ყველაფერს თმობდა,
თორემ ღმრთის შიშით მოკრძალებული ცნობიერებით გონს მოუხმობდა
და თვითნებობას ცრუ ხელმწიფეებს ვალდებულებით ზედ შეახმობდა. 
   ...მაგრამ უშიშოდ გულგრილი ერი ვეღარ აღწევდა ერთსულოვნებას, 
ვეღარც აღკვეთდა ცრუ ხელმწიფეთა თვითნებობას და დიდგულოვნებას, 
ცრუ ხელმწიფენი რადგან ვერ ფლობდნენ კეთილად მართვის ბრძნულ ხელოვნებას, 
მათივე მსგავსად სხვანიც შეეპყრო განდიდებას და სახელოვნებას. 
   სახელოვნებას, როგორც ცთუნებას, ერი ერთად რომ ვერ შეიგრძნობდა,  
ღმრთითმღაღადელი, იმჟამინდელი, მწარედ მოსთქვამდა და იმას ბრძნობდა, 
რომ ღმერთს ხლებოდა ყოველი კრძალვით, ღმერთი ხომ ყველას განზრახვას ცნობდა,  
თორემ ურწმუნო სულს წაიწყმედდა, შთამომავალთ კი – ჟამს ჩაუჭკნობდა… 
  ქვეყნიერება ღმერთმა შეჰქმნა და მისივე ძალისხმევით ბრუნავსო, 
ღმა ცნობა-ბრძნობით ღმ ერთი სუფევს და რწმენით რჩულისთვის ხმდის საზრუნავსო, 
იმას შერაცხავს დიდების ღირსად, წადილთა ნებას ვინც ითრგუნავსო,  
ვინც წრფელი გულით ღმ ერთს შეჰფრფინვის* და ყოვლად მისივე შიშით ძრწუნავსო.
   დაღათუ კაცი ურწმუნოდ დადის და ღმრთის შიშით არ თავმდაბლდებაო,
ის ქედმაღლობით აზენავდება, აზენაური თვით გახდებაო,
რომ მიიჩქმალოს უსუსურობა, მომხვეჭელობით გამდიდრდებაო,
რწმენადაკარგულ შთამომავლობას ჟამთაცვლით ჩაგვრა არ ასცდებაო.
   აზენაური ქრთამს მიმოაფენს, თავკაცად ყოფნას ამჯობინებსო,
შემდგომ: ქვეშევრდომთ ძალმომრეობით კაცთაგან შიშსაც აგრძნობინებსო,
თავისუფლებას აართმევს ყველას, თან ურცხვად თავსაც აქებინებსო,
ჩაგვრაში მცხოვრებ შთამომავლობას წინაპარს შეაგინებინებსო.
   თანაც დასძენდა მღაღადელი, რომ ქვეყნად მრავალი ცოდვა ხდებაო…
რწმენის რყევით და რჩულის დარღვევით ღმერთი მოწყალე განრისხდებაო,
ცოდვილს მიუზღავს ისეთ მაგიერს, გული რომ აუცახცახდებაო, 
წარღვნის-წალეკავს კაცთაგან ხელთქმნილს, ვინც გადარჩება, შეწუხდებაო.
   არ შეისმინა გულგრილმა ერმა ღმრთითღაღადება რწმენითმცდელისა,
ვინცა კეთილად წყობით აუწყა სრული სიმწვავე განსაცდელისა,
არ დაუჯერეს მხსნელად მოვლენილს და არ ირწმუნეს საწადელისა,
ზესასწაულით გამოიცნობა ღმრთითმოვლინება მღაღადელისა!
   ჰო-და, რადგანაც მისი ხმა დარჩა მღაღადელისა ხმად უდაბნოსა,
ხელმწიფედაც რომ აღარ ირჩევდნენ ერთსაოფლელსა ერთ საუბნოსა,
ღმრთისარმოშიში ადვილად იქმდა საქმესა, საძრახ-საძაბუნოსა,
განბორგებული ამპართავანი სირცხვილმაც ვეღარ შეაცბუნოსა!
   განდიდებას და სახელოვნებას ვინც ელტვოდა და ვინც ნატრულობდა,
ის, სადიდებლად, გასამდიდრებლად, უკადრელსაც კი მხნედ კადრულობდა:
პირფერობდა და გაიძვერობდა, მომხვეჭელობდა, მით მდიდრულობდა,
ცრუ ხელმწიფის მწედ მორჩილებისთვის ქრთამს იძღვენდა და მოხარულობდა.
   ქრთამს რომ იძღვენდა და არ ირცხვენდა, თავს ივნებდა და ვერ აზროვნებდა,
რადგან ურწმუნოს მწედ მორჩილებით ცრუ პიროვნებას აძალოვნებდა,
ძალოვანი რომ ქვეშევრდომებთან განცალკევებით დიდგულოვნებდა,
ეს შიშსა ჰგვრიდა ყველას თანაბრად და აღარავის სიამოვნებდა.
   ესე რომ, შიში, საკეთილდღეოდ, ღმერთისა მუდამ უკეთესია,
ღმერთის მოშიში იმისას იმკის, თუ სადმე რამე დაუთესია!
ღმერთი მაგიერს ყველას მიაგებს, ერის ტვირთი კი უფართესია,
ღმერთის მოშიში მედგარია და კაცის მოშიში - საჩურთესია!
   თავის ძალითვე დაშინებულნი, ცვლილბედისწერას განაკიდურნი,
ცრუს საამებლად, შესახამებლად, სხვებს აშინებდნენ როგორც მიმხდურნი,
ვითომ გულწრფელად ითხოვდნენ წესრიგს, თვით უწესონი და უწმიდურნი
და ესე ძალით ზე წარმოჩინდნენ აზენაურნი, ვით მედიდურნი.
   აზენაურთა ძალმომრეობით ფართოდ გავრცელდა შიში კაცისა,
რადგან ღმრთის შიში ვერ შეიშვდინეს, შიში, სიამით გულწარმტაცისა,
ღმერთის მოშიშს ხომ არ ეშინია ცრუ ხელმწიფის თუ სხვა ვიღაცისა,
ის ღმერთის შიშით ჩამდენი არის ყველანაირი სიმამაცისა,
   მაგრამ ღმრთის შიშის აღარმქონები ერი რომ კაცთა მოშიში გახდა,
ძალმომრეობით შიშის ქვეშ მყოფ ერს სიმწრით ცხოვრება გაუვაგლახდა,
თან სანანებლად გაუხდა იგი და თავის უნდილ ქცევას იძრახდა,
ღმრთითმღაღადელის წინასწარ თქმული ისევე ახდა, როგორც იძახდა.
   ცრუძალოვანი თუმც ძალადობდა, მაგრამ ერს ქრთამით იმორჩილებდა,
ნებით ხელყოფდა ერის საგანძურს და მხოლოდ მორჩილთ უნაწილებდა,
ქველმოქმედივით პირმოთნე მსახურთ სძღვნიდა და ყოფას უადვილებდა,
თვითონ ხომ ურცხვად ცოდვას იდენდა, სხვებსაც გულგრილად აცოდვილებდა.      
   და როს პირმოთნე აზენაურებს სურვილით სადმე გააგზავნიდა,
მორჩილებისთვის ასაჩუქრებდა, სიტყვით აქებდა, ქცევით კი - რყვნიდა;
გამორჩეულად ერთგულად მსახურთ საბრძანებლადაც ადგილს უძღვნიდა,
ვინც მოსაკრებელს მხნედ აგროვებდა და უკვე მისთვის ძღვენს სხვებს აბდღვნიდა.
   ურცხვად უღირსის მორჩილებით და მომხვეჭელობით ვინც აზენავდა,
საერთო საქმეს კი არ უმღერდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა,
აზენაური დამდაბლებულ სულს იავადებდა, არ იკურნავდა,
რადგან ღმრთის ნაცვლად ცრუ ხელმწიფეს და მის ნება-სურვილს დაუმონავდა.
   დამონავებულ ბილწ აზენაურს, ვისაც სად ჰქონდა საბრძანებელი,
ქრთამითვე ის სხვებს იმორჩილებდა, თან ძალის ხმობით დამშინებელი,
ურცხვად მავნე წესს განამტკიცებდა, ზაკვით მზრახველი და მავნებელი,
რის გამოც ხარბი მაშინვე გახდა საწყევარი და საგინებელი.
   მაგრამ მზაკვართა წყევლა-გინება არ იყო ერის შვების მომგვრელი,
რადგან მბრძანებლად ურწმუნო ჰყავდათ, რჩულის არცოდნით ყველას მჩაგვრელი;
ის განაგებდა ყველას ცხოვრებას, ის იყო სხვათა ცრემლის დამღვრელი,
ის ჰქმნიდა რჩულის სანაცვლო წესებს, ის გახდა ცხოვრების განმსაზღვრელი.
   აი, ვინ უნდა მოეკვეთა ერს, მაგრამ: მას რომ არ მოაძუძგინა,
რომ აღარ დაგმო ყოველი მცდარი და ღმერთის რჩული არ აღადგინა,
რითაც ცხოვრებას კვლავ აიწყობდა, კაცთა ჩაგვრას რომ არ ებოგინა, 
ვეღარ მოაბა თავი ერთობას, დაიჩაგრა და სიმწრით იგინა.
   რჩულმივიწყებით თავდაჩაგრულ ერს აღარ შესწევდა ძალა ერთობის,
რადგან ზოგი თუ იმწუხრებოდა, ზოგს ურცხვად ჰქონდა ჟინი გართობის,
რითაც ღმრთისმოშიშ პატიოსან კაცს ჟამი დაუდგა გამოცდა-წრთობის,
წადილთა ნებით თავაშვებულთ კი - ურცხვობისა და უკუღმართობის.
   უგუნურობით თავაშვებულთ ხომ არ აღელვებდათ წუხილი სხვისა,
რადგან არ ჰქონდათ მათ ღმერთის შიში და მოლოდინი მისგან რისხვისა,
ამიტომ მათით გავრცელდა ქრთამი, შესაძლებლობა კაცთმონუსხვისა,
ხოლო სიხარბით უძღებთათვის კი - საშუალება თავდასუსხვისა.
   მათით გავრცელდა, ვინც ცრუს შეუდგა თავკერძოობით და ანგარებით,
ვინც ვისმე ქრთამით დაემორჩილა, შემდგომ მას სძღვნიდა ქრთამს ლანგარებით,
რათა თვით შემწეს შემწე ჰყოლოდა, რომ ედიდგულა მონაგარებით,
მაგრამ ესე ცრუ გაძალოვანდა მათით და მათი გვერდითმდგარებით.              
   ცრუ პიროვნების გაძალოვნებას თუ რა მოჰყვება, საცოდნელია:
ვინც ღმერთის შიშით რჩულს არ დაიცავს, ის გონებრივად იქვე ბნელია!
ბნელი კაცი კი, ბნელი გონებით, ნათელცხოვრების ვერშემქმნელია,
და თუ ნათელი არ იძებნების, აბა, სხვა რაღა საძებნელია?!
   პირმოთნეებმა გონებაბნელნი ანგარებით რომ გააძალოვნეს,
ქრთამით სხვებიც რომ დაუმორჩილეს და ძალადობაც დაუხელოვნეს,
ძალამოსილმა ამპართავნებმა არც დაირცხვინეს, არც დააყოვნეს
და დაშინებით ერის ქონება მიითვისეს და გაიპიროვნეს.
   გაუპიროვნეს აზენაურთაც - მიძღვნილ ადგილას "თავკაცად" მსხდომებს,
როგორც "საოფლეს ერთგულ მსახურებს" და როგორც მორჩილ მწე-ქვეშევრდომებს,
მერე კი ყველას მცირედ-მცირედი, კერძოდ განდგომის მნდომებს, არმნდომებს,
რასაც შემდგომში ტანჯვით იმკიდა ერი, ცოდვებს თუ მწვავე შეცდომებს.
   ერის ქონების დანაწილებით ყველანი გახდნენ კერძო მფლობელნი,
მით გაუჭირდა ზოგს თავის რჩენა, მაგრამ ილხენდნენ ცრუს მადლობელნი, 
რადგან პირმოთნე მწე-ქვეშევრდომნი ქრთამით შეიტკბეს, ვით ახლობელნი,
რითაც ცხოვრებას უადვილებდნენ სულწაბილწულებს – ცრუმწყალობელნი.
   სამაგიეროდ, სულწაბილწულნი, უკმაყოფილო ერთსაოფლელებს
ძალმომრეობით უმკაცრდებოდნენ, როგორც ურჩებს და ხელისშემშლელებს,
მით აამებდნენ ცრუ ხელმწიფეებს, სულწაწყმედილებს, ბედის შემცვლელებს,
კაცთა სიხარბე ღმერთს განარისხებს, თავად მოდგმას კი – გაასულელებს!
   დიახ, სიხარბე! თავდაპირველად რომ შეიგრძნობა ქვეცნობიერად,
შემდგომში ვინც მას თავს ვერ დააღწევს, გადაიქცევა უკვე ცბიერად,
ცბიერი ყველას მავნებელია, თუნდ ექცეოდნენ მას ლმობიერად.
იგი სულ ცდილობს მომხვეჭელობით იყოს განცხრომით და ნებიერად.
   ამიტომ ხარბი თავის ბუნებით ცბიერი, ურცხვი და უძღებია. 
უძღები-ურცხვი, რაღა თქმა უნდა, მიწვდილი ქრთამის მხნედ ამღებია,
წარსული ცხადყოფს: როს ცრუ ხელმწიფეს სიხარბით სისხლი ასდუღებია,
მტაცებლობით და სისხლისმღვრელობით არემარეც კი შეუღებია.
   მიუტაცია მათი ქონება, რომელი ერიც დაუძლევია,    
ძლეულ-დაჩაგრულს დამპყრობლისათვის თან მძიმე ხარკი ძღვნად უძლევია,
მას მერე ბედკრულ მრავალ თაობას სიცოცხლე სიმწრით გაულევია
და გზა ნეტარი ცხოვრებისაკენ ვეღარასოდეს გაუკვლევია.
   ისევე მოხდა იმ საოფლესაც, სადაც ცხოვრება მთლად გადაგვარდა,
სიხარბითა და ძალმომრეობით ერი დაკნინდა, სულით დავარდა.
კაცთამჩაგვრელად ვინც გადაიქცა, ერს უკვე სძულდა, აღარ უყვარდა,
ბოროტება და ურთიერთმტრობა უფრო გამრავლდა და გამძვინვარდა.
   რჩულის დარღვევით წარმოშობილი ურთიერთმტრობა და ბოროტება
თუ ღმერთის შიშით არ აღიკვეთა, გამძვინვარდება, განიტოტება,
სადაც მიაღწევს ძალმომრეობა, იქ მათ გულებსაც წაეჩხვლიტება,
რითაც უსაზღვროდ გაშმაგდებიან და ბოროტება დაემატება!
   რადგან უსაზღვროდ გაშმაგებული, თვითუნებლიეთ, ყველა მკვლელია,
თუ შეამთხვიეს უკიდურესი, თან სიკვდილზედაც მხნედ წამსვლელია,
ეს ღმერთმა ჩადო კაცის სხეულში და იგი ყოვლად შეუცვლელია,  
თუკი ცოდვები არავის უნდა, ღმრთის შიში სრულად განმსწავლელია.
  განსწავლულობა ღმრთისმოშიშობით, ეს ღმერთის გზაზე სიარულია,
რადგან ღმრთის შიშით ნამოქმედარი სასიკეთო და სახესრულია.
გულისხმა, რწმენით, თვით ღმერთის ხმაა, რამეთუ გრძნობით განსაზღვრულია,
რაც მოუწოდებს სიკეთისაკენ, რითაც ცოდვები გზაშეკრულია.
   მაგრამ მრავალნი, ხშირად, გულის ხმას არ უსმენენ და ნებით მრუდობენ,
სიხარბით ურხცვად თავს იბილწავენ, მლიქვნელობენ და ქრთამით მარდობენ,
წადილთა ნების აღსასრულებლად ბოროტდებიან, არვის ინდობენ,
ძალმომრეობით ერს აშინებენ, თავაშვებულად დანავარდობენ.
   ძალმომრეობით და დაშინებით ერი შეიქნა ცუდად მორჩილი,
განსხვავებული მდგომარეობით ორად გაყრილი და გახლეჩილი,
რადგან ყოველი აზენაური ერს მავნებლობდა ვითარცა ჩრჩილი,
გაოგნდა ერი, უკვე მშიერი, განცვიფრებისგან მხრებაჩეჩილი.
   დაშინებული აზენაურნი, ასრულებდნენ რა ცრუ კაცთა ნებას,
მუდამ ცდილობდნენ ძალმომრეობით ყველას დათრგუნვას და დაშინებას,
უფრო ადვილად მედიდურობდნენ, ეკითხებოდნენ მხოლოდ გუნებას,
და, ანგარებით სულწაწყმედილნი, არად აგდებდნენ წყევლა-გინებას.
   ხოლო როდესაც ცრუ ხელმწიფისგან ვინმე მსახური შეიცვლებოდა,
როგორც მფარველი და თანამდგომი, იგი ხელიდან ბევრს ეცლებოდა,
ახალი სცვლიდა ძველ ხელქვეითებს, თავისიანებს ეძალებოდა,
ყველა შეცვლილს კი, ქრთამის გარეშე, უკვე ცხოვრება ეძნელებოდა.
   მაგრამ მცდარ წესებს მაინც არ ცვლიდნენ, რადგან ღმრთის შიში არ უბიძგებდათ,
ვერ აზროვნებდნენ რწმენაგამქრალნი, რომ ღმერთის შიში უფრო არგებდათ;
არცკი უსმენდნენ მხსნელად მოვლენილს, სასიკეთოდ რას უქადაგებდათ
და აბა, როგორ დაუჯერებდნენ, რომ ის ცხოვრებას დაულაგებდათ?
   ესე ყოველი იმას მეტყველებს, რომ ერი იყო მეტად გულგრილი,
თუმცა თრგუნავდა მას ძალადობა, მაგრამ იტანდა წელშიმოხრილი,
ერთი პირი რომ აღარ გააჩნდა, იმიტომ გახდა ცრემლებდაღვრილი,
თორემ, ერთ პირს თუ იქონიებდა, რაღად უნდოდა მოთქმა-ტირილი?
   ესე რომ, ერის ერთი ნაწილი მეორე ნაწილს იმორჩილებდა.
რომ აძალებდა დამორჩილებას, თან მუშაობას აიძულებდა,
ესეთი ქცევით, რაღა თქმა უნდა, მჩაგვრელი ჩაგრულს თავს აძულებდა,
მაგრამ უდავოდ საკვირველია, ერი ამ ჩაგვრას რატომ უძლებდა?
   ესე, საოფლეს ცხოვრება უკვე იმართებოდა ცრუ კაცთა ნებით,                
მათი თავკერძა ქვეშევრდომების ძალმომრეობით, ძალდატანებით,              
სულწაბილწულნი სულ მოქმედებდნენ მძლე თანადგომით და დაშინებით,   
თანადგომა კი ერს რომ არ ჰქონდა, ვერაფერს სცვლიდა მხოლოდ გინებით.
    ესეა, ერი რწმენას რომ კარგავს, ბოროტს ეძლევა გზა-გასაქანი,
გაუმაძღარი ხდება ”მსუქანი“, ხოლო უგუნურთ ამოსდით რქანი,
მრავალს ეცლება პატიოსნება, როგორც მოჭრილ ხეს კანი, მერქანი,
მერე იწყება გაჭირვებისგან: მითქმა-მოთქმა და უშნო ქაქანი…
   ღმერთი რომ ბილწებს უმალ არ სჯიდა და არ აღკვეთდა მათ ძალადობას,
ერის ნაწილი ღმერთს ემდურვიდა და არა თავის უმოქმედობას.
თავაშვებულნი ძალმომრეობით, კაცთ უკარგავდნენ რწმენას და ნდობას,
კაცი თუ რწმენით ღმერთთან არ მივა, თავს ვერ დააღწევს უიმედობას!
  ღმერთი ხომ ყველა გულით მორწმუნეს ანუგეშებს და დააიმედებს,   
მერე გამოსცდის, განსაცდელს მისცემს, ტანჯვით გამობრძმედს გამოსაბრძმედებს,
დააშინებს და რჩულით აცხოვრებს, ვალდებულებით აამოქმედებს
და, თანადგომით ძლევამოსილნი, დაამდაბლებენ სულისწამწყმედებს!
   მერე კი ერი იმას აირჩევს, ვინც ღმერთის შიშით სულ რჩულს ქადაგებს,
ვინც თავის ცოდნით ერსაც განკურნავს და ცხოვრებასაც ზედ გადააგებს,
ბრძნული, მგზნებარე შემოქმედებით, ცხოვრებას ვინც რჩულს მიუსადაგებს
და ვინც შეგნებით არ აბოგინებს მჩაგვრელებსა და სულის დამდაგებს.
   რჩეულთა შორის რჩეული კაცი აღმასრულებლად ერს უნდა ჰყავდეს,
რომ ასრულებდეს იგი ღმერთის რჩულს – ღმერთი ერს კალთას რომ უბერტყავდეს,
ერთსაოფლელთა დასაპურებლად რომ იღწვოდეს და ველ-მინდვრებს რწყავდეს
და მომავალი თაობებისთვის სანთლად ენთოს და სულით ბრწყინავდეს.
   რჩულით რჩეულის ქცევის შედეგებს ერი თვალნათლივ თვით დაინახავს,
ღმერთის შიშით და მომთხოვნელობით კაცი მზაკვრობას ვერც განიზრახავს,
რადგან ყოველი, ვალდებულებით, უდიერ ქცევას იქვე დაძრახავს
და თუ მჩაგვრელი ვერ იბოგინებს, კაცის ღირსებას ვინღა შელახავს?!
    ყველა გახდება კეთილმყოფელი ღმერთის შიშით და მომთხოვნელობით,
შეგონებული ურთიერთობით, მზრუნველობით და პირუთვნელობით,  
ერი მთლად გაკეთილშობილდება, აღმზრდელობით და გამომწვრთნელობით 
და მიეწევა ნეტარცხოვრებას, მცდელობითა და კეთილმქნელობით.
   ნეტარებით თუ არ ცხოვრობს ერი, იგი ითვლება უკვე სნეულად,
წადილთა ნებით და საცთუნებით, რჩულდარღვეულად, გზააბნეულად,
ერი თუ ღმერთის რჩულის დარღვევას შეხვდება მშვიდად და უგრძნეულად,
იგი თანდათან გადაგვარდება და დააწვება ერს მტკივნეულად.
   ისევე, როგორც იმ ერს დააწვა, რჩული სრულად რომ ვერ შეიყვარა,
რადგანაც იგი ჯერ დაარღვია, მერე თანდათან გადააგვარა,
რჩულის დამრღვევი ვითომ ხელმწიფე შეცვლის მაგიერ წინ წაიმძღვარა
და მისი დევნით გზააბნეულმა, მისგანვე ჩაგვრით ცრემლები ღვარა.
   აი, რა მოსდევს უგუნურობით რწმენის რყევას და რჩულის დარღვევას, 
როდესაც ერი აღარც კი ცდილობს რჩულის სრულყოფით თავის დაზღვევას;
აზენაურნი ერს აძალებდნენ მორჩილებას და თვალის ახვევას,
თან მოწიწებით მოპყრობასა და პატივისცემით მუხლებზე მთხვევას.
   ცრუ ხელმწიფეთა პირმოთნეებმა, ძალადობით რომ ერი დათრგუნეს,
სულ მოუშალეს კეთილგანწყობა, სიძულვილი და ცრემლი არგუნეს,
სადაც მათ ჩაგვრას ვეღარ გაუძლეს, აჯანყდნენ, ერთხმად დაიგუგუნეს
და მჩაგვრელთაგან, ვინც სად შეიპყრეს, ზოგი მოკლეს და ზოგს უბაგუნეს.
   უკვე კაცთაკვლით ხელგასვრილებმა, მღელვარება რომ ვერ დაიოკეს,
შინ მიუვარდნენ სახლეულებსაც, დაარბიეს და ააწიოკეს,
გულშემოყრილმა სახლეულებმა სიმწრით ღაწვები ჩამოიხოკეს,
მაგრამ ყველანი ძალდატანებით ამუშავეს და თვითონ იროკეს.
   ...და იმის მერე ყველას, ტყვედქმნილებს, ამუშავებდნენ ნიშნის მოგებით,
თანაც უხდიდნენ სამაგიეროს, ძალდატანებით და გაშმაგებით,
თუმცა თვითონაც ისევ შრომობდნენ, ოღონდ სურვილით და გარიგებით,
მაგრამ ცხოვრება ვეღარ წარმართეს რჩულის მიხედვით, მოწესრიგებით.
   თორემ ღმრთის შიშით რჩულს აღადგენდნენ და იქნებოდნენ ხალისიანად,
დაიბრუნებდნენ კეთილგანწყობას, მოიქცეოდნენ ალერსიანად,
ურთიერთობაც დაუტკბებოდათ, თავსაც იგრძნობდნენ უკვე სვიანად,
მაგრამ ცხოვრება გადაუგვარდათ და შეეცვალათ ძირფესვიანად.
   ისე დაკნინდა გულთბილი ერი, რომ ერთმანეთი აღარ დაინდეს,
რადგან სიხარბით სულგახრწნილებმა, მზაკვრობით ერი ჯერ გაარინდეს, 
მერე ცალ-ცალკე დააშინეს და ცხოვრება ჩაგვრით მთლად დაუბინდეს;
ერს ღმერთის შიში უნდა იპყრობდეს, რათა კაცთაგან ვეღარ დაშინდეს!
   რომ ერთად დადგნენ დაუყოვნებლივ და მხსნელი ძალა წარმოადგინონ,
ერთხმად ამხილონ რჩულის დამრღვევი და სათავიდან მოაძუძგინონ,
ეს იმიტომ, რომ, რჩულის მიხედვით, კაცთამჩაგვრელი არ აბოგინონ,
რათა შემდგომში არ დაიჩაგრნენ, არ იშიმშილონ და არ იგინონ.
   მაგრამ ერს რადგან აღარ გააჩნდა ღმერთის შიში და მძლე სიყვარული,
უშიშარობით სიხარბე გაჩნდა, სიხარბით – ქცევა ონავარული,
ვინც მიიტაცეს ერის ქონება, მოშალეს ტკბობა და სიხარული,
რადგან ზოგი თუ გამედიდურდა, მრავალი დარჩა ხელმოცარული.
   რა უნდა ექნათ ხელმოცარულებს, რით აღეკვეთათ ის უხეშობა,
რასაც იჩენდნენ მოძალადენი, ძალა ხომ მხოლოდ ძალით იხშობა?!
თუ კაცთამოდგმას არ გააჩნია, უსაზღვრო რწმენით, ღმრთის მოშიშობა,
სიხარბითა და ძალმომრეობით კაცთაკვლა – ომი წარმოიშობა.
   ომი(ოოო, მმ!-ი): – ეს არის, კაცთა სიხარბით წარმოშობილი დაუნდობლობა;
ძალმომრეობა, მკვლელობა, ჩაგვრა, უსახლკარობა, უმეზობლობა, 
ტანჯვა-წამება სულით – ხორცამდე, უნუგეშობა, თან ქვრივ-ობლობა,
არადა, რჩულით, ყოველ ერს მართებს შთამომავალთა მანათობლობა!
   ერმა ომი, ეს საშინელება, თავიდან მაინც ვერ აირიდა,
რადგან სიხარბით ისე დაკნინდა, რომ ღმერთის მიმართ ქედს არ იხრიდა,
რჩულის დარღვევით გადაირია, გაბოროტდა და უკვე სისხლს ღვრიდა
და იმ უაზროდ დაღვრილი სისხლით, შემდგომში უკვე ის ყველას თხვრიდა...
   საოფლეებში, სადაც ჯერ კიდევ არ მომხდარიყო არეულობა,
აზენაურნი იმაზე წუხდნენ, როგორ დაეცვათ სახლეულობა,
რადგან მათ სიკვდილს მოასწავებდა მტრული განწყობა – ბრალეულობა.
ამიტომ შემწედ მოქრთამეს ბევრი, გამოიყენეს განძეულობა.
   ერთად შეკრიბეს დასახმარებლად სულწაბილწული მოქრთამულები,
მერე, წარგზავნეს აჯანყებულთა დასახოცავად აღკაზმულები,
ვინც რომ დახოცეს, მიმოიტაცეს მათი ქონება და მამულები,
გადარჩენილნი ტყვედ წამოასხეს, სულ ერთმანეთზე გადაბმულები.
   ესეთი არის კაცის ბუნება, როდესაც ვინმე მოიქრთამება,
იმას აკეთებს, რასაც ეტყვიან, ეამება თუ არ ეამება,
თუ დაავალეს ვისიმე მოკვლა და ის მომქრთამავს შეეხამება,
ისე დახოცავს ყველას ულმობლად, თვალიც რომ არ დაეხამხამება.
   
შემდგომ, ტყვედქმნილებს ამუშავებდნენ ძალდატანებით, ძალმომრეობით,
თვითონ კი, როგორც "ძლევამოსილნი", თავს შეიქცევდნენ უკვე ღრეობით,
თან ნდომულობდნენ: კვლავაც ეცხოვრათ მტაცებლობით და მეკობრეობით
და ის ნაძარცვი მათი ქონება გადასულიყო მემკვიდრეობით.
   სეც მოიქცნენ მოძალადენი, აღტყინება რომ ვერ დაიოკეს,
კვლავაც ილაშქრეს მეზობელ ერზე, დაარბიეს და ააწიოკეს,
იქაც დახოცეს შეუბრალებლად, ღაწვები იქაც ჩამოიხოკეს,
მაგრამ მათაც რომ არ მიეხმარნენ, დატყვევებულნი იქაც გათოკეს.
   მიმოიტაცეს მათი ქონებაც, დათარეშობდნენ შეუზღუდველნი,
თან იქვე ტყვეებს ამუშავებდნენ დაუნდობელი ზედამხედველნი,
მიტაცებული ქონების გამო უცებ მომრავლდნენ გადამყიდველნი,
მედიდურობდნენ აზენაურნი, თავაშვებულნი და შემცოდველნი.
   ესე დაემხო წესწყობილება რწმენაგამქრალი გულგრილი ერის,
ოდესღაც ერთდროს, ღმრთისმოშიშობით, გონიერის და ყოვლად ძლიერის,
ხელმწიფეს როცა აღარ ანავღლებს აღარც ობლის და აღარც მშიერის,
ესეთი ერი, რჩულს თუ ვერ ჰპოვებს, ხან მწარედ მოსთქვამს, ხან სიმწრით მღერის.
   მეზობელ ერებს აღრევის გამო არ შემოუკრავთ განგაშის ზარი,
თუმცა ამჩნევდნენ, რომ მათ ცხოვრებას რაღაცის გამო გაუჩნდა ბზარი,
რომ ვერ აღიქვეს ღმრთის მრისხანებად ქუხილი, გრგვინვა, მიწის ზანზარი,
იმიტომ გაჩნდა მათ შორის უცებ ერი მტარვალი და აბეზარი!
   მეზობელ ერებს, უსაზღვრო რწმენით, უნდა ჰქონოდათ ღმად შეგნებული,
რომ, თუკი სადმე იხელმწიფებდა ვინმე ერისგან შეგინებული,
უმალვე უნდა გამოეცვალათ, დაესვათ ღმერთის დაშინებული,
მაგრამ მათ ეს რომ არ გააკეთეს, ღმერთი არ ჰყავდათ გახსენებული…         
   ამიტომ ღმერთმა აღარ დაინდო კაცობრიობა რწმენაგამქრალი,
ყველა მიუშვა თავის ნებაზე, რადგანაც იყო მათზე გამწყრალი,
შემდგომში ერებს რაც დაემართათ, ეს იყო მხოლოდ თვით მოდგმის ბრალი,
წრფელი გულით რომ ღმერთი არ სწამდათ, იმიტომ ნახეს ომით ზარალი…
   თავდასხმების დროს მოძალადეებს თუმცა მებრძოლნი ეხოცებოდათ,
მაგრამ ტყვეთაგან უცებ ავსებდნენ, ძლიერება რომ განმტკიცებოდათ,
მათაც იწვევდნენ თავდასასხმელად, ერთგულებას ვინც ეფიცებოდათ, 
არადა, ტყვეებს ტანჯვა-წამებით, შიმშილით სახე ეცრიცებოდათ.
  მერე, ტყვეთაგან ამორჩეულებს წინ იმძღვარებდნენ კვლავ საბრძოლველად,
სამაგიეროდ, მათ ნათესავებს ზედამხედველნი ედგნენ მფარველად,
თან ანგარებით აერთგულებდნენ, წარმოაჩენდნენ "ერის დამცველად",
მათ იყენებდნენ სხვის დასაპყრობად, დასამონებლად და დამთრგუნველად.
   აი, ამგვარად იმორჩილებდნენ თანმიმდევრობით, ზედიზედ ერებს,
მათ მბრძანებლად კი იქვე ტოვებდნენ ზედამხედველებს, მძლე გაიძვერებს,
ამავდროულად, კვლავ განაგრძობდნენ სხვათა დაპყრობებს, სხვათა დაჭერებს,
თუ მატიანე არ დაგვემოწმა, კაცთა ამ ქცევებს ვინ დაიჯერებს?!
   თითქოსდა ეხლაც ესე არ იყოს, ეხლაც არ გრეხდნენ ერის ცხოვრებას,
არა ქრთამავდნენ სულწაბილწულებს და არ ახდენდნენ ძალის შეკრებას,
არ აშინებდნენ ერს ძალადობით, არ აძალებდნენ გამათხოვრებას
და არ აწყობდნენ სულის ამოხდით საიქიოში მათ გასტუმრებას…
   ყველა დაპყრობილ ადგილებში რომ რაზმები იყვნენ დატოვებულნი,
ისინი შემდგომ სხვებზე აწყობდნენ თავდასხმებს, როგორც გაავებულნი,
თან ხელმწიფედაც თვითონ სხდებოდნენ, განცალკევებით აღზევებულნი,
ამპართავნობდნენ აზენაურნი, ჩაგვრაში ჰყავდათ დატყვევებულნი.
   ყველა საოფლე ომმა მოიცვა, მიმოიხოცნენ თავდამსხმელები,
მაინც ერთმანეთს ეომებოდნენ გაუმაძღარი სისხლისმსმელები,
მათი საოფლეც სხვებმა დაიპყრეს, თავადაც გახდნენ დასაბმელები,
ყველას მიეზღო სამაგიერო, თუ სადმე იყვნენ ავის მქმნელები.
   ესე რომ, უკვე ყველა საოფლე დაპყრობილ იქნა მძლე დამპყრობლებით,
გაივსო მთელი ქვეყნიერება დამშეულებით და ქვრივ-ობლებით,
ჩაგვრა ხვდა წილად შთამომავლობას, რწმენაგამქრალი მათი მშობლებით,
კაცობრიობა იმართებოდა უკვე მტარვალი დაუნდობლებით.
   ყველას აკრთობდა ძალმომრეობა, თავი გაჰქონდათ ძლივს, გაჭირვებით,
თავზე დატეხილ უბედურებას ღმერთს შესჩიოდნენ, თან გაკვირვებით. ჰმ!
ყოველი ერი უნდა ცხოვრობდეს ღმა აზროვნებით და დაკვირვებით,
რათა დათრგუნოს ყველა ცთუნება მხოლოდ უსისხლო მსხვერპლშეწირვებით!
   ბოლოს:  დაკნინდა კაცობრიობა რწმენის რყევით და რჩულის გაქრობით,
ცრუ ხელმწიფეთა ძალმომრეობით, სიხარბითა და გაუმაძღრობით,
იმორჩილებდნენ ერს ძალოვანნი, მოქრთამვითა და გაიძვერობით
და უმწარებდნენ ყველას სიცოცხლეს სიავითა და ცუდი მოპყრობით…
   ესევითარი მჭმუნვარება აქვს რჩულის რღვევას და მაგიერ ნაგებს,
ერი რაოდენ გონს მოეშვება, იმდენადვე შობს ბილწებს, მსუნაგებს,
"ეშვ-მაგი" არქვეს იმ ქცევის შედეგს, ცთუნებით ერსაც რომ აჩანაგებს
და ის ცთუნება მავნებელ "ეშვ-მაგს" ხარბ სხეულებში უწყობს ბუნაგებს.
   ღმერთი გრძნობდა, რომ კაცობრიობა ვეღარ აღწევდა თავს ძალადობას,
მოძალადენიც არ აპირებდნენ რამის დათმობას, ვინმეს დანდობას,
ღმრთის განრისხებად არ მიიჩნევდენენ: გრგვინვას, მიწისძვრას თუ წყალდიდობას
და ამ ყველაფერს, რწმენაგამქრალნი, კვლავ მიაწერდნენ უამინდობას.
   აღრევისა და გაჭირვების ჟამს ყოველმა სახე წარმოაჩინა,
მღაღადელმა კი, ვალდებულებით, კაცთამოდგმა რომ გადაერჩინა,
ცოდვებით მიწა გაიპობაო, – კაცთ უკიჟინა და უჩიჩინა,
მაგრამ მოდგმამ კი იმდენი სცოდა, რომ ღმერთს ხმელეთი გაახლეჩინა.
   ღმერთმა გახლიჩა იმისათვის, რომ ყველგან გამრავლდა ურთიერთმტრობა,
თავკერძოობით გაიძვერობა, პირფერობა თუ შურით ღადრობა,  
წარღვნა-წალეკა კაცთა ხელთქმნილი და მათი მავნე მედიდურობა,
თვით აღადგინა შიშით რწმენა და უქონელობით – თანასწორობა.
   ღმერთმა წარღვნისგან გადარჩენილებს მზერა თავისკენ მიაპყრობინა,
ვინც სად შეკრიბა ერთსაოფლელად, მათ იქვე მცდარი დააგმობინა,
თან მღაღადელი, ყველა საოფლეს, თავის ხელმწიფედ მოახმობინა,
მას კი უფალმა, ღმა შეგონებით, ცხოვრება რჩულით ააწყობინა.
   თუმცა ჯერ სიმწრით გულმოსულებმა, რადგან ღმრთის რისხვა იმწვნიეს თავად,
ის უგუნურნი, ვინც სად ამხილეს კაცთა მჩაგვრელად, სულთამხუთავად,
ყველა დასაჯეს მთელი სიმკაცრით, ჩაგრული სულის განსატვირთავად
და მერე იხმეს ღმრთითმღაღადელი ერის სამკვიდროდ და სამართავად.
   ღმრთითმღაღადელი ყველა საოფლემ თავის ხელმწიფედ რომ აღიარა,
განსწავლულთა და მწეთა თანხლებით მან დედამიწა შემოიარა,
თავისი ცოდნით და მოქმედებით ყველგან განკურნა სულის იარა,
რას რა შეარქვეს სახელი ცნებით, ისიც სუყველას გაუზიარა.
   მაშინ მათ მიერ სახელდებული დღესაც იგივე ცნებით მეტყველებს,
ის, რაც შეარქვეს მთათა თუ ზღვათა, მდინარეებს თუ მინდვრებს და ველებს,
ისე მეტყველებს სანახაობით, რომ განაცვიფრებს ცოდნის მსურველებს,
კაცის გონებაც იგივე არის და ცოდნა ჟამსაც უცებ აძველებს.
   მღაღადელის ხმით შეგონებული, ღმერთის შიშით, რჩულს ყველა იცავდა,
საიმედოდ და საკეთილდღეოდ ყველა ერთმანეთს გულით ლოცავდა,
თვით მღაღადელი თქმულ-დანაპირებს ისე სრულყოფდა – არ იფიცავდა,
ღმერთის შიშით და მომთხოვნელობით ცხოვრებას უკვე ვერვინ ბრეცავდა.
   ესე დაბრუნდა დედამიწაზე ცხოვრება მშვიდი და საამური,
მაგრამ მას შემდეგ, რაც წარღვნამ შთანთქა ურთიერთობა მედიდურ-ყმური,
ეს იმიტომ, რომ ვერ აღადგინეს წეს-წყობილება სათნო, თემური,
სადაც იღვწიან ხალისიანად და არავინ ჰყავთ მათ უსაქმური.
   ღმერთმა, ხალისით საკეთებელი, ყველას მომადლა რაღაც უნარი,
ხალისით ქმნილი ყოველი საქმე საქებია და დაუწუნარი,
მკეთებელი რომ საქმის ხალისით ცოცხალია და მოუსვენარი,
მათი ცხოვრებაც იმიტომ გახდა სანატრელი და მოსაგონარი.
   ყველა იღვწოდა ხალისიანად და დროც გაჰყავდათ სიამტკბილობით,
დამშვიდდა, დატკბა მათი ცხოვრება, სიუხვითა და გულკეთილობით,
ყველგან სუფევდა კეთილგანწყობა, თავს იმშვენებდა ყველა ზრდილობით
და, თუკი სადმე რამეს აგებდნენ, თვალს ახარებდნენ დახვეწილობით.
   ესეთი იყო წარღვნის შემდგომი ყოფა-ცხოვრება კაცთამოდგმისა,
რადგან ყოველი ღმერთს შეჰფრფინვიდა* და იხარებდა, ნაცვლად მოთქმისა,
ყველას მიეცა შესაძლებლობა აღმსრულებლობის, კეთილ საქმისა
და, თვითშეგნებით, ნეტარცხოვრების მოწყობისა და რჩულის აღქმისა.
   ნეტარცხოვრებას საფუძვლად უდევს ღმერთის შიში და მისი მოძღვრება;
სადაც განაქრთობთ კაცთ ღმერთის შიში, იქ სიკეთე და სიბრძნე იღვრება!
რა ხნითაც შეძლეს მათ საამო და დამატკბობელი რჩულით ცხოვრება,
იმდენ ხანს იყვნენ "საამოდ ხე"-სა და ამას უნდა დამახსოვრება!
   …შემდგომ, როდესაც ის მღაღადელი ღმერთმა იმ ქვეყნად გადაიყვანა,
სრულად მიუძღვნა სასუფეველი, რადგანაც უფალს სულ ეთაყვანა,
თავის რწმენით და შემოქმედებით კაცთამოდგმისთვის მან შექმნა ვანა
და ამა ქვეყნის სასუფეველი იმ ქვეყნის სამოდხეს დაამგვანა…
   ...მაგრამ როდესაც გამოხდა ჟამი, მათი ცხოვრება კვლავ აირია,
ისევ იცვალეს ცხოვრების წესი, ნახეთ "ეშვ-მაგი" რანაირია!
კვლავაც აცთუნა კაცობრიობა, სიხარბით, ეს ხომ გასაკვირია?!
ღმერთის შიში თუ ერს აღარ ახლავს, იგი უთუოდ განაწირია!
   ისევ მოექცნენ სათავეებში ღმრთისარმოშიში პიროვნებები,
ადრინდელივით რწმენაგამქრალი, თავაშვებულნი და თავნებები,
სიხარბითა და გაუმაძღრობით, რომ ვერ დაიცხრეს კერძო ვნებები,
თავს მოახვიეს კაცობრიობას პირადი, მავნე აზროვნებები…
   "ხელისუფალნი" სადაც ნიშნავდნენ პირმოთნე მსახურთ ერის მბრძანებლად,
იქვე ქრთამავდნენ სულწაბილწულებს მთლიანი ერის დასაშინებლად,
თან თვალთმაქცობდნენ: ზოგს აპურებდნენ, ვითომ ზრუნავდნენ, მოსაჩვენებლად,
რომ ყოფილიყვნენ "ერის მმართველნი" უფრო ხანგრძლივად, თანაც უვნებლად.
   პირმოთნეებმა ცრუ ხელმწიფეებს ქრთამით თვალებში რომ შესციცინეს,
უგუნურობით და მლიქვნელობით ერის ცხოვრება დააბრეცინეს;
ძალმომრეობით და დაშინებით მათი ქონებაც დაატაცინეს
და გაშმაგებულ ერთსაოფლელებს ერთმანეთიც კი დაახოცინეს.
   კვლავ რომ წამოსხდნენ სათავეებში დაუნდობელი სისხლისმსმელები,
სიხარბითა და ამპართავნობით მეზობელ ერზე თავდამსხმელები,
ისევ მომრავლდნენ გაჭირვებულნი: ქვრივ-ობლები და “ვაი”-ს მთქმელები
და კვლავ ჩაგრავდნენ საკუთარ ერებს, მოძალადენი, თავშიმრტყმელები.
   უფრო ადვილად იმორჩილებდნენ ცრუ ხელმწიფენი გაჭირვებულებს,
მერე უთუოდ ომში იწვევდნენ დამშეულებს და ახირებულებს,
ახოცინებდნენ ერთიმეორეს, ომის სიმწვავით გაავებულებს
და შემცოდველნი "გმირად" მარხავდნენ ეგრეთწოდებულ "თავდადებულებს".
   ყველა საოფლე, ურთიერთმტრობით დღემდე მრავალჯერ გადატუსულა,
დაუხოციათ ერთიმეორე, თითქოსდა იყო ყველა ცხრასულა,
ეხლაც ეს მოდგმა, კაცთამოშიში, რომ განაბულა და გასუსულა,
ესე ზღა პირად ყველა თაობამ და ეს "ზღა პირად" დღემდე მოსულა!!!
    ესე ამბავი ზღაპრად მოსული, კაცთა მოდგმას რაც გადახდენია,
შთამომავლობას უტარებია და აქამომდე მოუწვდენია,
მოდგმათა რჩული, დანარღვეული, თაობათათვის ცრემლის მდენია,
ჩვენ თუ არ გვინდა წესი, ერობა, ღმერთი ჩვენზე რა მოსაცდენია?!  
                                                                                        ჟამთაღმწერელი
                                                       *     *     * 
   რჩულის დარღვევამ კაცობრიობას ჯერ თვით თავბედი დააწყევლინა,
მერე ატარა შეჭირვებულად და ის ცხოვრებაც ჩაანავლინა,
რომ ვერ ანახა გამოსავალი, ისევ ღმრთისადმი შეაჩივლინა,
ღმერთმა კი, როგორც ყოვლადმოწყალემ, მაცნე და მხსნელი კვლავ მოუვლინა.
 
                                                                                           
                       მოვედი ოდენ სიტყვითა, მოკეთე ღმრთის მოკითხვითა!
   "ამქვეყნიური მრწამსი ყუველთვის ემყარება თვითშეგნებას, რომლის საფუძველზეც, ბუნებრივი წესების შესაბამისად, ყოველი ჩვენგანი უნდა მიისწრაფვოდეს საკუთარი სრულყოფისაკენ. არც ბუნებაში და არც საზოგადოებაში ახალი არაფერი ხდება. ყოველი ახალი მოჩვენებითია და არის ძველის განმეორება. ყველგან და ყოველთვის, ყველაფერი იყო, არის და იქნება ერთი და იგივე, მხოლოდ შემსრულებელნი არიან სხვანი".
   მოკლედ, ყველაფერი მტკიცე წეს-წყობილებას ექვემდებარება.
  წარღვნიდან 7527 წელია გასული და, ხანგრძლივი განვითარებისა და მრავალი გამოცდილების საფუძველზე, დღევანდელი თაობები ისე უნდა მართავდნენ ცხოვრებას, რომ არამც თუ არ უჭირდეთ რაიმე, არამედ ნეტარებით ცხოვრობდეს ყოველი კაცი ამა ქვეყნისა, მაგრამ დღესდღეობით ხშირად გვესმის ამა თუ იმ პიროვნების ჩივილი: – რა ცუდად ვცხოვრობთ, – რა ცუდ დღეში ვართ, – რა ცუდი დრო დაგვიდგა…
   "ცუდი და კეთილი დრო არ არსებობს. დრო ისეთი დგება, როგორის ღირსიც ცხოვრების სარბიელზე გამოსული თაობები არიან: კეთილი მამულიშვილნი ნათელს უთენებენ სამშობლოს, უკეთურნი კი – შავ დღეს".
   ღმერთმა რაღაცაოდე წლით გვაჩუქა სიცოცხლე, ჩვენს ხელთ არის ეს დრო და ვერ გვიმშვენია, ვერ აგვიწყვია ცხოვრება. უფრო სწორად, არ ვაწყობთ, თორემ საამისო ცოდნა ხომ საუკუნეებით ადრე გაგვაჩნდა. მაშ, თუ ასეა, რამ მოგვადუნა? რამ გადაგვრია? რატომ ვერ ვაწყობთ, რომ აწყობილი, საამო და მშვიდი ცხოვრებით დამსუბუქებული სულებით ზეცაში ვცხონდეთ? რისთვის ვიტანჯავთ სიცოცხლეს? აქ რომ მეორედ აღარავინ მოვალთ, ეს ყველამ ვიცით.  
   ალბათ, რაიმე სნეულება გვჭირს, თორემ, კაცთაგანი რომ ნეტარებისკენ ნებით მიილტვის, ესეც საყოველთაოდ ცნობილია.
    მაინც რაღაა ეს სნეულება? ანდა, არსებობს კი გზა ნეტარებისკენ, საშველი დაქცეული ქვეყნისათვის?
   დიახ, არსებობს! – ერთადერთი გზა.
   მრავალ გზათაგან ეს ერთადერთი სწორი გზა, დედამიწაზე სიცოცხლის დასაბამიდან იღებს სათავეს და პირდაპირ ზეცაში მიდის. ამ გზაზე სწავლობს ყველა სიარულს და ყოველ ფეხადგმულს "ეშვ-მაგი" აცდენს. ადვილად ცთუნებულს, "ეშვ-მაგი“ უხმობს სწორი გზიდან შორს და სხვა გზაზე მოსიარულე სულდამძიმებულს აღარ ძალუცს დაუბრუნდეს, დროთა განმავლობაში საკმაოდ დაცილებულ, ცისკენ აზიდულ ერთადერთ სწორ გზას, ხოლო დროულად გონსმოსული, მალევე უბრუნდება ამ გზას და, თუკი გაუძლებს "ეშვ-მაგის“ შემდგომ ცთუნებებს, ყოველთვის სწორ გზაზე ივლის და განკუთვნილი დროის შემდეგ იპოვის კიდეც სასუფეველს ცათა შინა.
   რა ჰქვია ამ გზას? – გზა სიმართლისა!
   "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად".
   ქვეყანა რომ აღდგეს, სამართლიანობა უნდა აღდგეს. სამართლიანობა რომ აღდგეს...?
   სახელმწიფოს მართვის სანუკვარი ხერხები იდუმალია და ღმერთის შეწევნით კაცთა მოდგმამ კვლავ მიაგნო. ღმერთის შეწევნით-მეთქი იმიტომ, რომ სულთმობრძავსა ხვდა წილად კვლავ ბედ-ნირება.
   წარღვნის შემდგომ საუკუნე, ტკბობის ხანა, მოწმენდილ ცაზე მზესავით  ბრწყინავს საუკუნეთა შორის, კაცთა მოდგმის მატიანეში. სწორედ ამ საუუნეში იზეიმა სამართლიანობამ კვლავინდებურად, თორემ სამართლიანობა ყოველთვის ზეიმობს, რამეთუ უძლეველია სიმართლის ძალა.
   სიმართლე: – სასტიკი და დაუზოგავი, ლმობიერი, მიმტევებელი, შემწყნარებელი, განმტვირთველი, აღმაფრთოვანებელი, აღმატებული, მშვენიერი და მარადიული.
   ასეთი გახლავთ  განგება, – ღმერთი! – ზებუნებრივი მუდმივი ძალით ყოვლისშემძლე, გონების თვალით დანახული ცოცხალი არსება, რომელიც ზედმიწევნით ზუსტი წესებით მართავს სამყაროს.
   სიმართლე ღმერთის წესია და ბრალი იმას, ვინც სიმართლეს წინ აღუდგება, ვინც ღმერთის წინაშე იუკუღმართებს!
  ღმერთი მფარველობს მას, ვინც მისი წესით – სიმართლით ცხოვრობს. ვინც მის წესს დაარღვევს, თავად მიზღავს მაგიერს შესატყვისი შედეგით. ეს არის სამართალი!
   აი, რატომ უნდა გვეშინოდეს და აი, რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი.
  
შიში შეიქმს სიყვარულსაო, შიში ღმრთისა და არა სხვისა!
   "ნეტარ არიან მოშიშნი ღმრთისა – უნეტარეს და უწმინდესისა".
   ღმერთის მოშიში ყოველთვის ცდილობს, მართალი იყოს ღმერთის წინაშე, უბრალო იყოს, სამართლიანი. სამართლიანს კი ღმერთი ანიჭებს თავის უფლობას, თავისუფლობა სანუკვარია ყოველისათვის და ყველას უყვარს.
     მოკლედ, ქვეყანა რომ აღდგეს, სამართლიანობა უნდა აღდგეს. სამართლიანობა რომ აღდგეს, ერის წინამძღოლი უნდა იყოს სამართლიანი. ასეთ შემთხვევაში, მომთხოვნელობაც სამართლიანი იქნება, შედეგიც არ დააყოვნებს და წესრიგი აღდგება. მაშინ იქნება შვება ქვეყნისა.
   უწესრიგობა არავის არგებს, რადგან ის ყველას ეხება, ყველა სადგომში დაუკითხავად შედის ადრე თუ გვიან.
   პიროვნება, როდესაც ერის წინამძღოლი ხდება, ის უკვე ერის კუთვნილებაა და ერის ნებას უნდა გამოხატავდეს, ხოლო როგორც იტყვიან: "ერი ბრძენია, ერში სიმართლე არ იმალება". სწორედ ამ სიმართლის პოვნაა აუცილებელი მისთვის, მაგრამ სიმართლეს რომ მიაგნოს, ჯერ უნდა იცოდეს, რა არის სიმართლე, ხოლო მის შესაცნობად ცხოვრების ცოდნაა საჭირო, იდუმალი ცოდნა, სიღმისეული; სხვანაირად მას ჭეშმარიტება ჰქვია. ის ერს ადვილად, გულისხმისყოფით, მსჯელობით უნდა მოაძებნინოს!
   სიმართლე ისეთი რამეა, ყველას არ ძალუცს მისი ახსნა, მაგრამ ისეთი მომნუსხველია, როცა მოისმენ, თვითონ მეტყველებს, რომ ის ერთადერთია.
   როცა სიმართლე ითქმება, ყველაფერს ნათელი ეფინება, გონების თვალი ყველაფერს ხედავს, გაურკვეველი არაფერია და მაშინ ცხრება ვნებათა ღელვა.
   სიმართლის წინაშე ყველა ქედს იხრის. ამისთვის ჰქეჯნის ყველას სინდისი. ეს არის ზენაობა, სწორედ ეს არის ღმრთის მოშიშობა. ესე რომ არა, მაშინ სირცხვილი არ იქნებოდა, არ იქნებოდა თვით კაცთაგანიც, რადგან უსირცხვილობა უნდობლობაა და ეს კი ცხოვრების აღრევისა და შემდგომ დაქცევის სათავე გახლავთ. რადგან არსებობს, ყველამ ღმერთის შიშით პატიოსნად უნდა იცხოვროს. ყველამ რომ პატიოსნად იცხოვროს, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ერის წინამძღოლი იყოს სამართლიანი. ერის წინამძღოლი კი როცა სამართლიანია...
   მართალ წინამძღოლს ყველა ენდობა, ყველა მორჩილობს, დაუბრკოლებრივ მიიწევს წინ და ხალისიანად მიჰყვება ერიც. ხალისით ქმნილი ყოველი საქმე დახვეწილია, დახვეწილი კი საამური. ამიტომ სიმართლე, ყოველთვის სასიკეთო, საამურია. მართალი კი – კეთილი და  საამო.
   ერის წინამძღოლს უნდა შეეძლოს სიმართლის ახსნა. ვისაც ეს ძალუცს, ის უნდა იყოს ერის წინამძღოლი.
   ერის წინამძღოლი სამართლიანია მაშინ, თუ ყველა საკითხს სწორად აყენებს და სწორადვე წყვეტს. სწორ აზრს, თუნდაც სხვისგან იყოს ნაკარნახევი, მიიღებს და დროულად  გაატარებს ცხოვრებაში, მიუხედავად მთქმელის ვინაობისა. სიმართლე ხომ ღმერთის წესია და ვისი ენით ითქმება, წინამძღოლისთვის უმნიშვნელოა. ის ხომ თავისთავს აღარ ეკუთვნის და, მიუხედავად პირადი სურვილებისა, როგორც საერთო კეთილდღეობა მოითხოვს, ყველა საკითხს ისე გადაწყვეტს.
  ერის წინამძღოლი, თუ ყველა საკითხს, ყველა საკითხს აღარ წყვეტს სწორად, თუკი ცხოვრება უხალისოდ, ან გულთანაღრობით მიდის, ეს იმას ნიშნავს, უსამართლოა ის წინამძღოლი და დაუყოვნებლივ გამოსაცვლელი, ისეთით, რომ ყველა ნდობით სიხარულით აღივსოს. სეთი კი მხოლოდ რჩულით ირჩევა!
   სოფლად: უბანში რჩეული, სოფლის საბჭოს წევრი იყოს,  
ხოლო მათგან რჩეული კი – თემის საბჭოს გაირიყოს.
   იმათგან კი წარიგზავნოს ვინმე ერის საბჭოს წევრად,  
დაბა-მხარის აზრის მთქმელად, მიმომსვლელად, რჩულის მდევრად.
   ქალაქადაც: ჩვეულებრივ, უბნებიდან – დიდ უბანსა,
შემდგომ ზემოთ წარგზავნილი დაბარებით იტყვის ბანსა.
   რჩეულთგან კვლავ შეირჩეს რჩულის აღმასრულებელი, –
ერისათვის წინამძღოლი, თანაც განმკარგულებელი.
   საბჭო იყოს ერის აზრის სრულყოფილად ამსახველი,
აღმასრულებლის საქმეთა განმკითხველი, დამნახველი.
   ხოლო იგი, საბჭოს მიმართ, მორჩილი და თვინიერი,  
როცა სწორად ცხოვრობს ერი, მაშინ არის ბედნიერი.
   დაიძრახნენ თავმქებარნი, თავკერძა და თვითმსურველნი.
უბნებმა თვით აირჩიონ: უებრონი, უშურველნი…
   შედეგები გამოცხადდეს ყველას თვალწინ, დღისით-მზისით,  
თვალსაჩინოდ აღინუსხოს, უბნებმა ქნან ეს თავისით.
   ყველა სახის არჩევნები მხოლოდ უბნებ ჩატარდეს,
რომ აღსრულდეს ღმერთის რჩული და ცხოვრება განვითარდეს.
   ცხოვრება რომ არ დაკნინდეს და არ გახდეს აწეწილი,   
ყველას ეძღვნას სარჩო-წილი, თანაბარი, დახვეწილი.
   ხოლო ის, ვინც გაირჯება, მასზე სარგო რამ გაიცეს,
წინაპრებმა ეს წესები მშვიდობისთვის დაამტკიცეს.
   ეს წესები, მშვიდობისთვის, ერმა უნდა განამტკიცოს,
რათა ვიღაც უდიერმა ცხოვრება კვლავ არ დაბრიცოს.
   ამ წესების აღსრულებით გაიხარებს ყველა ერი
და გახდება კაცთამოდგმა უკვე ღმერთის მადლიერი,
   რადგან ცხოვრების ეს წესი ღმერთმა კაცთათვის განაგო,
ნეტარებაა – სიკეთეს სიმართლით ეამხანაგო! 
   რადგან ყველა დედამიწის შვილია, სამართლიანობა თანასწორუფლებიანობას მოითხოვს, თანასწორუფლებიანობას კეთილდღეობისათვის და მისი აღკვეთა უსამართლობაა.
   უსამართლობას ვერავინ იტანს. ვგონებ, იმიტომ, რომ ასეთი გააჩინა ღმერთმა კაცთაგანი. ვგონებ, იმიტომ, რომ მისი წესით – სიმართლით ეცხოვრა. ვგონებ, იმიტომ ევალებოდა ყველას: არ დაეშვათ უწესობა – უსამართლობა, თუკი ხალისით ცხოვრება სურდათ.
   ხელმწიფეთაც, ვგონებ, იმიტომ ევალებოდათ: დაეცვათ წესი უფლისა და განემართათ უწესონი, რომ ყველა არ დასჯილიყო. უსამართლობა ჩაგვრაა და მასზე დიდი სასჯელი აღარ არსებობს, როგორც ჩაგრულთათვის, ისე მჩაგვრელთათვის.
   უდიდესი ცოდვაა, ნებით თუ უნებლიეთ, ერი ატარო არასწორი გზით, რის გამოც შერისხვა გარდუვალია. შერისხული წინაპარი შთამომავალთა გულისტკივილს იწვევს და ისეთ ცხოვრებას რა  ფასი აქვს, შთამომავლობა რომ აწყენინებ?
   მარტო უსამართლო წინამძღოლი კი არა, ასეთ პიროვნებასთან გვერდით მდგომი თავისთავად აძლიერებს უსამართლობას და იგივე ცოდვის მტარებელია. – ასეთია სიმკაცრე სიმართლისა.
   წინამძღოლობა ბრძენთა საქმეა და არა ყველასი. სეთი ბრძენნი კი ყველა ერში მუდამ არიან, მაგრამ წოდება მათთვის უმნიშვნელოა და წოდებისათვის არ იბრძოლიან.
  თავისუფალი, საამო და მშვიდი ცხოვრება ღმერთის წესების მტკიცედ დაცვას მოითხოვს. ასეთი ცხოვრებისათვის კი, ღმერთის წესებით ღირს ება! – ეს არის ღირსება.
   ღირსეულთათვის სავალი გზა მხოლოდ ერთადერთია,
სიმართლის გზაზე მავალთა მფარველი მუდამ ღმერთია!
  ერს, როდესაც სამართლიანი წინამძღოლი ჰყოლია, კაცთ განმკითხავი ჰყოლიათ, ცხოვრება ყოველთვის სამართლიანად წარმავლებულა, აყვავებულა და ასეთი ცხოვრებისათვის "საამოდ ხე" უწოდებიათ.
   ასეთი იყო წარღვნის შემდგომ საუკუნე, ასეთი იყო მაცნე – რჩულის მღაღადელი, მართალცხოვრების ნიშანსვეტი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
  საცნაურია ცხოვრება ღმრთივგანბრძნობილი მაცნესი, რამეთუ "არავინ იყო ესოდენ მართლად აღმწონელ საქმეთა და მცნობელ ვითარებისა კაცისასა, ვიდრე" მაცნე. ღმერთმა ამქვეყნად ყველას ხელმწიფედ, – საყოველთაოდ რჩულის აღმდგენად რომ მოავლინა, "რამეთუ მაშინ ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცივნენ გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა და ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესეოდენ განარისხეს, ვიდრემდე თვით მოიხადეს განჩინება რისხვისა:"
   რისხვისა, რომლის შემზარაობით კაცობრიობა გაოგნებულა,
მიმოშეძრულა ყოვლითურთ მიწა, გაპობილა და გაქანებულა,
გაპობილს წყალნი აზვირთებული წარუტაცია, აგრგვინებულა,
თან წაურღვნია კაცთა ხელთქმნილი, ცოცხლად რჩენილი შეძრწუნებულა.
   აი, ამგვარად დაუსჯია ღმერთს კაცობრიობა, გზას აცდენილი,
რადგან ცოდვები დაჰგროვებიათ, განზრახვითა თუ ბრმად ჩადენილი,
აღუდგენია შიშით რწმენა და თანასწორობით – გზა მოხდენილი,
ამას მეტყველებს თვით დედამიწა და წინაპართა ხმა მოწვდენილი.
  
ღმერთო, ნეტავი, აღარ დაგვსაჯო და რჩული ისე მოგვაძებნინო,
გონს მოგვიყვანო ყველა ჩვენგანი, გვაპოვნინო და აღგვადგენინო!
შენც, კაცთა მოდგმავ! აღარ შესცოდო, თავი სიხარბით არ დაიკნინო
და თუკი გნებავს სამოთხე ნახო, ღმერთს დაუჯერე, არ აწყენინო!
   დიახ, წარღვნიდან წელთააღრიცხვით ვიცით რამდენი წელიც გავიდა, მაგრამ ვინ იცის, რამდენჯერ შემოუარა დედამიწამ მის ბრწყინვალებას – მანათობელ მზეს და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ შემოუვლის, ოდესღაც, ერთ დროს ნაკეკლუცარი, შემდგომში უკვე დაბრძენებულ, "ვარ საკვალავებზე" მკვალავ შვილთა აღმზრდელი დედა?!
   სეთი გახლავთ აღსრულება სიკეთისა, სიკეთისა, რომელიც მხოლოდ, მხოლოდ სიმართლით მოიპოვების, რამეთუ ყოვლად იყო და არის სამარადჟამო წერილი ღმრთისა:
   "პირველ ეძიებდე სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს!"
        ესე იყო და აღარ იყო რა, ღმრთის უკეთესი რა იქნებოდა,
        წინაპართაგან ღმერთის წესები ხან ირღვეოდა, ხან იქნებოდა,
        რჩული რომ მავანთ არ დაერღვიათ, ნეტავი ახლა რა იქნებოდა?
        ალბათ სამოდხე, ნეტარება და, ჰმ! იმ ქვეყნად წასვლაც რა იქნებოდა!
                                      მაცნე ღმრთითმღაღადელი – მართლმადიდებელი  
                                                               * * * 
   დიახ, აღსრულდა ჟამი კაცთამოდგმის ერთ ენაზე მეტყველებისა, რამეთუ დასაბამითგან კაცთამოდგმა, ერთ ენაზე მეტყველი, ოდესაღაც დაკნინდა და ენა მისი სამეტყველო შეცვლილ იქნა ჟამით-ჟამად. ოდენ შემორჩა ადგილსა მასა, რომელსა საქართველო ჰქვია, სადა ჰხარობს ვაზი ქმნულკეთილი და ერსა მას ქართველსა, ვაზისა ირგვლივ ცხოვრება აუწყვია და ენა იგი სამეტყველო ღმრთისმფარველობით სრულყოფილად შემოურჩენია საკეთილდღეოდ. ამას მეტყველებს სახელნი ქუეყანათა, ადგილთა, ტომთა, ქალაქთა, მდინარეთა, კუნძულთა, მთათა თუ ზღვათა და სხვათა და სხვათა.
   ცნობილ არს წარღვნა – რისხვა ღმრთისა, ცოდვათა გამო, ოდეს ხმელეთი განიპო. მიწას, რომელი „ეორ ეპა“-სა და „აფარ იქა“-ს განშორდა „ამერ იქა“ ეწოდა, ხოლო ხმელეთსა, მუნ მცხოვრებთა მიერ, – „მე აქ ის იქა“.
   ოკეანესა მათ შორის ქმნულსა მიმოქცევა აქვნდა. მუნ ხმელეთი ჟამით ჩნდებოდა და ჟამით წყლით იფარვიდა, ესეთ მიწათ “ლანდია” არქვეს; „ლანდია“, „ჰო ლანდია“, „ზე ლანდია“, „შუათ ლანდია“, „გარე ლანდია“, „ის ლანდია“, „ი რა ლანდია“, ასეთი ლანდი ათი იყო და ოკეანესაცა „ათ ლანდთა“ არქვეს. „ათლანდის-ა“ „კან არი“.
   ცნებით მეტყველებს ისიცა, რომა ყოველ ქუეყანასა სახელი მიწის თვისებისა და მნიშვნელობისა გამო ჰქვია. ესე არს: გვიანა, მალი, მალდივ, მალთა, მალ ავი, ია მალი, ია კუტია, ია მატო, სიბერია, იბარ აქ, ის იკავა, კან აგავა, ნაგანო(სიგანითა), რუ ანდა, პე რუ, უ რუ გუა ი, გუათ ემალა, მალა ე ზეა, არავაკე, არაუკანა(მათ უკანა ქუეყანა წყალს მიეცა, უწინ მახარა უკანია ერქვა), ორ ეგონ, ბრაზი ლია(ჰაერითა), კანადა თუ ყანადა(კვებეკე-თურთ), მარგიან ა, მიდია, ნუ მიდია, თუნის, ითალ, კაპა დოქია, ანატოლია, ეტოლ, ეპირ, ატიკა, თესა ლია, გრეკს(გარეკვითა მისითა), გალია, სენ ეგალ, ნამ დო, სური ნამ, ვიეთ ნამ, ნამ მიბია(ცივი დინებისა გამო. ჰო ტენ ტოტი), მუნ ტენია(ვლახე), კართ აგენ,  კარი ა, კარელი ა, მადგას კარ(იმერინ), აფარ, ტანგანია(განიერი ხისა გამო), ჩეხია, ფლო-რიდა, ფლა მანდ, ფალ ეს ტინა, ელბა ტინ, იერ იქონ, ქანაანი, აქავე, აქად, შუა მე ერ, ქუვეით(ქვევით), უგარეთ(გარეთ), ის რა ელ, ველ ეს, ანგლია(ანგლობითა უქმე დღითა), ნავ არა, მენდოს ა,  იბერია, სავანა, ჰა ვანა, გონდ ვანა, ჩინა, ინდო(ღმრთივდანდობითა)...
   ტომი: ბედ უი ნი(არ აბია), ბადე, ტივი, ტიკარი, სერ ერი, ნუ ერი, მანდე, ენდე, ბარ უნდი, ბანია რუ ანდა, მას ესილა, ბურჯი, კაფა, ვაი, ვაით აჰა(მაორ), ვაგოგო, ვაპარე, ამას ვაზი, ვაზ არ ამო, მუნ ანეკა, ვანი ანეკა, ვანი იქა, ია ვანი, ვისა ია, შავი ია, ჯარ ავა, ჯერ ავა, ბატა, ლომა, ბუ ლომი, ფური, მაბა, ბარი, თუ არ ეგე(დარცხვენილნი), ტურ კანა, კან არა, კან აუარე, კანური, კარნოთ, კარ ეკარე, კარ ამო ჯო, ზარ ამო, ძალ ამო, გულა, მობერო, ჰაი ბერ, მოაბი, ლახული, გუა რანი, ჩარუა, მაგერე, საფარიდ, ფარ ქან, ნაუ ათლი(=), კავი(არია, ვედე), ნამა, აინი, ჩანგო, ხარ უკუ, შინა, მონა, ჩუმ აქვე, ილოკე, იროკეს, კრან, სუნ ვარ, საამე...
   ქალაქი: ტოლ ედო, ედო, ბერნი, ბერ შადი, კან ბერა, ბაღდად, ადენ, დაკარ, თან ან არივე, მერიდა, უამბო, ურბინო, ბოლ ცანო, ეგინა, ვარ შავა, თონპურ, ანუ რად ჰა პურ, კოლხა პურ, ვიშ აქ ხაპად ნამ, ნამიური, მანამა(მცირე ნამითა), მედინა, რა კვერე, რა მალა, ნაზარეთი, სამარია, სამარა, ერბილ, მოსული, აქ აბა, მანდ არა, არა ფხა, ფხენიანი, სეული(ყორე ა), კრან, აკრა, კონ აკრი, მალაგა, ნუ კუალობ ა, კუალა ლუმპური, ბასიანი, ფულიანი, ჩამდო, სიამინ(ამოი), უხან, მარადი, ნაქონრად ჩასიმა, აი უთია, აი ზენახ, ბადენ-ბადენ, ვის ბადენ, მაინც, ცაიც, ცელე, იცეხო, აახენ, მიუნდენ, გერ ა(გერმან), სანთი აგო, ასუან(=), კარ აქას, კარ ალი, კარია, კარ აცო, კარ მართენ, კარაული, სუფრიერი, მარანი, თროა, დამათურე, ჰო დეიდა, ვარ ესე, ვით ერბო...
   მთა: პირ ენე, პირინი, ალპენ(ნეშომპალა ნიადაგითა), კარნი(ჰოე ვართ-ე), კარ პატ, სიონ, კარ მელ, კარ ფას, კარად ამონ, კარ ავანკე, კრა ვანი, მეკრან, მაკონა, მაოკე, ბაგესანი, ჩაგანდო, მაგნეთ, მაქედონ ი ა(ქედისებრი მწვერვალებითა), კაპი, თიბე, თიბეთ, ყარა ყო რუმ, რუ აპე ჰუ, გინდ უქუშ, აქ თაუ, მანდ არა, შორია, უ რა ალ, ალთ, ალ , ალთ იფლანო, ანდეს, აკონკ აგუა, კანიონ, ქოლ ო რად ო?(ჩაქოლვითა მისითა), ჰე კლა, ნუ რათა, ქეე ნიი ა, ეთნა, ვეზუვ, ვითოშ, ფუძე იამა, ხარ აულახ, აბერდი, ბოლავენ, არ ავალ(აჯანთა – ჩაიტიე, ვიჰარი), კალ-აჰარ, საჰარა, საფარი, გობი, ტურფანი... 
   მდინარე: ამაზეონ, მარანიონი, მარნა, მისი სიპი, მისური, აპურე, რუ კარ არა, არ აკავა, ედო გავა, დაუგავა(წყლითა მიმოგვითა), მუშა, დუბისა, თემისა, იდენ, იზარ, ნეკარ, ელბა, მოზელ, ვერა, მალ ენდო, რა, ანაბარ, ანადირ, ანგარა, ულახ, ენის ეი, ობი, ამურ, სენ ა, არ აგონ, ვარ დარი, აქ დარია, აი დარი, ქარ ხე, საქარია, შეშუპე, ილექ, მენამ, განძიანი, მუნ, შედი, მიჰარეს... 
  ზღვა: კარ იბიან, კარად იფ, კარად იგან, კარ იმატა, კარ პენტ არ, კარი, არ ალი, ადრი ატიკა, ფილ იფინე, ანდა მან, სიამი, არა ფურ ა...
   კუნძული: იავა(სიავითა), სულ ავ ეს, მინდანაო, მინდორო, ფარ ერი, ფაროს, კარ ავი, კარ ვანი, ჩანგი, კუტი, ნეკერი, სახალი ნი, სამოს, რო დოს, რო ატან, კიუ რასაო, გონავ, გუა ნახა, სიცილია, იამა იქა, საამოა..
   სხვა: მერიდიან(დარიდებითა), ეკვეთ ორ, პირ ამიდა(ნ), ეთალონ, ეკრან, კონსულ, კანონ, იდეა, უტოპია, კარ ნავალ, კარ ნაქი, ამონ(ღმერთი აამონ), ყურან? – ესე ყოველი...
   ესე უწყოდეს ყოველსა და დაიგმოს მშვიდად ამპართავნება, რამეთუ ბგერანი გრძნობითი ერთ არს და ყოვლად გასაგები, ვითარცა: ვაი!(ვაება), ოხ!(ოხითა), ნწ უხ!(წუხილი), ჰშვ(ღმა ამოსუნთქვითა: შვება, მშვიდი, შვილი, შვ. . .), იფ! (იფად, მეიფე), ჰა?!
   ეცნობოს კაცობრიობასა და განივრცოს სრულად ენა იგი სამეტყველო, რომელსა შინა დამარხულ იყო საიდუმლო, რათა აღდგეს წესი უფლისა ჩუენისა, რომლითაცა აღდგების მშვიდობა და წესრიგი ქუეყანასა ზედა!  რამეთუ:
ღმერთმან როდესაც ამ ქუეყანაზე კაცი შეჰქმნა და სული შთაჰბერა,
სრულყო გონებით, გრძნობამქონებით, ზე აღმოუხმო ბაგითგან ბგერა,
ხმათა შესმენით, მიმბაძველ ენით, სიტყვად უბრძნა და გამოუჟღერა
და სამეტყველოდ დაუდო შემდგომ, კაცთა მოდგმას რომ ეგონიერა... 
                                                                                         ღმრთივგანბრძნობილი
***************************************************************************************************
             ამა წიგნისა მკითხველსა ღმერთი მოწყალე გიყურებს,   

            თუ არა ღმერთი, აბა, ვინ, მშიერ სულს ვინ დაგიპურებს?!